სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბიძინა ივანიშვილი საფრანგეთის მოქალაქეობაზე უარს ამბობს

დღეს გაცხადდა, რას გულისხმობდა ბიძინა ივანიშვილი, როცა რეგიონალური ჟურნალისტებისთვის მოწყობილ პრესკონფერენციაზე მოქალაქეობასთან დაკავშირებით სათადარიგო გეგმის არსებობაზე საუბრობდა: დღეს ცნობილი გახდა, რომ ბიზნესმენმა საქართველოში საფრანგეთის საელჩოში განცხადება უკვე შეიტანა, სადაც უარს ამბობს საფრანგეთის მოქალაქეობაზე. გადაწყვეტილება ივანიშვილმა მას შემდეგ მიიღო, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ ძალაში დატოვა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ პრეზიდენტის ბრძანებულება.

ივანიშვილის ადვოკატები მიიჩნევენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ ბიძინა ივანიშვილს, მისივე განცხადების საფუძველზე, შეუწყდება საფრანგეთის მოქალაქეობა, საქართველოს პრეზიდენტს არანაირი იურიდიული საფუძველი აღარ ექნება, უარი უთხრას მას საქართველოს მოქალაქეობაზე: ბიძინა ივანიშვილი საქართველოშია დაბადებული, იცის ენა და, როგორც ადვოკატები ამბობენ - ისტორიაც, ანუ, მოქალაქეობისთვის საჭირო ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს,

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100