სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კალაძე შიშველია...

იტალიური "ჯენოას" და "სიენას" საფეხბურთო მატჩის დროს, როდესაც ანგარიში სტუმრების სასარგებლოდ 4:0 იყო, მთავარი მსაჯი იძულებული გახდა, მატჩი შეეჩერებინა.

“ჯენოას" გულშემატკივრებმა ფეხბურთელებს მაისურების გახდა მოსთხოვეს, რადგან მათი თამაშით უკმაყოფილოები იყვნენ. თხოვნა შესრულდა. 13-ნომრიანი მაისური გენუელთა ქართველმა მცველმა, კახა კალაძემაც გაიხადა.

არადა რა კარგი ფეხბურთელი იყო კახი, როცა არც ცოლის გავლენის ქვეშ იყო და არც ბიძინას. ჯერ იყო და.. დიზაინერობაზე „მეოცნებე“ ცოლის იდეით, წითელი, ტანზე მოტმასნილი შარვალი და მოხუცი ქალის ფეხსაცმელი ჩაიცვა... მერე ხან ნოღაიდელის გავლენით, ამ წითელი შარვლით, პოლიტიკაში შეიჭრა. რუსეთისაგან მართულ ძალებთან, სხვა ფერის შარვლით არ მიესვლებოდა ვითომ... ახლა ბიძინას დაუმეგობრდა...

ლოიალურია ქართველი კაცის ბუნება, თორემ, მაისური კი არა, ის ტანგა–ტრუსიკიც უნდა გაეხდევინებინათ და სტადიონიდან ისე უნდა გამოეგდოთ, როცა საკუთარ კარში გაგვიტანა გოლები... „ჯენოას“ ფანები მიხვდნენ რისი ღირსია ადამიანი, რომელიც საქმეს ღალატობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100