სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მოსკოვის ცენტრში ვინ გიწევთ? საუკეთესო ნაწილი დახოცა. ალბათ, მასზე ლოცულობთ, ხომ? ის თქვენი კერპია... - თემო რცხილაძე მიმართვას ავრცელებს

მომღერალი თემო რცხილაძე სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს, სადაც ამბობს, რომ აღდგომას რუსების გარდა, ყველას ულოცავს.

„იმ დღეს, როდესაც მთელი მართლმადიდებლური სამყარო ცეცხლის გარდამოსვლას ელოდებოდა, რუსებმა გაუშვეს ცეცხლი ოდესის მიმართულებით და ასეთ დღეს მოკლეს ქალები და ბავშვები. ასე მხოლოდ უწმინდური ძალა შეიძლება იქცეოდეს. თქვენ ხართ კიდეც… მოსკოვის ცენტრში ვინ გიწევთ? (ლენინი) რთულია, მას ადამიანი დაუძახო, ისიც ვლადიმირია, რომელმაც რუსეთის, როგორც აღმოჩნდა, საუკეთესო ნაწილი დახოცა. ისინი იბრძოდნენ სამშობლოსა და ღირსებისთვის, ისე კი არა, როგორც ამას თქვენ, მოროდიორები აკეთებთ, მოკლა სამეფო ოჯახი, გაანადგურა რუსეთის საუკეთესო ნაწილი, როგორც უკვე აღვნიშნე და სად წევს ის? მოსკოვის ცენტრში.

ალბათ, მასზე ლოცულობთ, ხომ? ის თქვენი კერპია. მეორე ქონდრისკაციც გამოჩნდა, კიდევ ახალი კერპი. ისინი ერთმანეთს ძალიან მოუხდებიან, მას გვერდზე მიუწვინეთ… ცოცხალიც შეგიძლიათ… ცოცხალია თუ მკვდარი, ხუ..ლოა, როგორც შეარქვეს უკრაინელებმა,“ - ამბობს თემო რცხილაძე ვიდეომიმართვაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100