სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ალა პუგაჩოვა სავარაუდოდ, ისრაელში ან ლონდონში იმყოფება - ვრცელდება ინფორმაცია, რომ პუგაჩოვა და გალკინი რუსეთში იმ ფეშენებელურ ვილას ყიდიან, რომელშიც აქამდე ცხოვრობდნენ

რამ­დე­ნი­მე დღის წინ გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ცნო­ბილ­მა რუს­მა მომ­ღე­რალ­მა ალა პუ­გა­ჩო­ვამ მე­უღ­ლეს­თან - მაქ­სიმ გალ­კინ­თან და შვი­ლებ­თან ერ­თად, რუ­სე­თი კერ­ძო თვითმფრი­ნა­ვით და­ტო­ვა. ასე­ვე მე­დი­ა­ში წერ­დნენ, რომ ისი­ნი თით­ქოს სა­ცხოვ­რებ­ლად ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში ალას ქა­ლიშ­ვილ­თან, კრის­ტი­ნა ორ­ბა­კა­ი­ტეს­თან გა­და­ვიდ­ნენ. კრის­ტი­ნა ქმარ­თან და შვი­ლებ­თან ერ­თად წლე­ბია ამე­რი­კა­ში ცხოვ­რობს.

ჭორი, რომ პუ­გა­ჩო­ვამ რუ­სე­თი და­ტო­ვა, დღემ­დე არ და­დას­ტუ­რე­ბუ­ლა. ცნო­ბილ ცოლ-ქმარს გან­ცხა­დე­ბა არ გა­უვრცე­ლე­ბია. თუმ­ცა ორი დღის წინ რუ­სუ­ლი მე­დია წერ­და, რომ სი­ნამ­დვი­ლე­ში ის და გალ­კი­ნი, შვი­ლებ­თან ერ­თად, უბ­რა­ლოდ, შინ არი­ან ჩა­კე­ტი­ლე­ბი და რე­ა­ლუ­რად არ­სად წა­სუ­ლან. ამ ვერ­სი­ას კი ერთი ფაქ­ტით ამ­ყა­რებ­დნენ, 6 მარტს ალა პუ­გა­ჩო­ვას გულ­შე­მატ­კივ­რებ­მა სახ­ლთან ტრა­დი­ცი­უ­ლად ყვი­თე­ლი ვარ­დე­ბი მი­არ­თვეს. 18 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ალა პირ­ვე­ლად არ შეხ­ვდა გულ­შე­მატ­კივ­რებს, მაგ­რამ ცოტა ხან­ში სახ­ლის დაც­ვამ ფა­ნებს მად­ლო­ბა გა­დას­ცა.

კი­დევ ერთი ვერ­სია, რო­მე­ლიც დღეს www.popcornnews.ru-მ გა­ავ­რცე­ლა ასე­თია, რომ ალა, ოჯახ­თან ერ­თად, ის­რა­ელ­ში გა­და­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად. მე­დი­ის ცნო­ბით, პუ­გა­ჩო­ვამ სამ­სარ­თუ­ლი­ა­ნი ვილა იქი­რა­ვა ის­რა­ე­ლის სა­კუ­რორ­ტო ქა­ლაქ კე­სა­რი­ა­ში. ეს ცნო­ბი­ლი ტუ­რის­ტუ­ლი ქა­ლა­ქია. რო­გორც ირ­კვე­ვა, პუ­გა­ჩო­ვა და გალ­კი­ნი ამ ქა­ლაქს აქამ­დეც ხში­რად სტუმ­რობ­დნენ.

მე­სა­მე ვერ­სი­ით, წყვი­ლი დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში იმ­ყო­ფე­ბა. ასე­ვე რუ­სუ­ლი გა­მო­ცე­მე­ბი წე­რენ, რომ პუ­გა­ჩო­ვა და გალ­კი­ნი რუ­სეთ­ში, სო­ფელ გრი­აზ­ში მდე­ბა­რე ფე­შე­ნე­ბე­ლურ ვი­ლას ყი­დი­ან, სა­დაც აქამ­დე შვი­ლებ­თან ერ­თად ცხოვ­რობ­დნენ. რუსი პრო­დი­უ­სე­რი ანდრეი რა­ზი­ნი აცხა­დებს, რომ ვი­ლის შე­ძე­ნა მას გალ­კინ­მა შეს­თა­ვა­ზა. რა­ზი­ნის თქმით, მზად არის შე­ი­ძი­ნოს სა­სახ­ლე, თუ მის­თვის ხელ­საყ­რელ პი­რო­ბებს შეს­თა­ვა­ზე­ბენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100