ნალბანდოვი ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, საქართველოში ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მიიღო. ვაჰიდ ელ-დინ ისმაილ გალალისთან შეხვედრისას, მხარეებმა თბილისში 25 მაისს გამართული ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის, აბულ ღეითის ოფიციალური ვიზიტის შედეგები და ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. ურთიერთობის გაღრმავება მხარეების მხრიდან თანამშრომლობას და საერთაშორისო ორგანიზაციებში ურთიერთმხარდაჭერას ითვალისწინებს.
კომენტარი