ბექა ბასილაია „ნაცმოძრაობის” ფოთის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრების დაკავებას გაასაჩივრებს
„ერთიანი ნაციონალური
მოძრაობის” ფოთის
ახალგაზრდული ორგანიზაციის
წევრები ალექსი
ადამია და
მიხეილ ლუხავა
გათავისუფლებული არიან.
პარტიის მაჟორიტარი
დეპუტატობის კანდიდატის
ბექა ბასილაის
ინფორმაციით, ისინი
უკანონოდ იყვნენ
დაკავებულები და
გასაჩივრებას ყველა
ინსტანციაში გეგმავს.
ბასილაია სამართალდამცველებს
პოლიტიკურ ზეწოლაში
ადანაშაულებს.
,,ბიჭები სრულიად უკანონოდ დააკავეს სამართალდამცველებმა
და სენაკის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. მათ ჩაუტარდათ კლინიკური შემოწმება, მაგრამ არ დადასტურდა. ბიოლოგიური მასალა კი არ მიგვიცია.მათ მიმართ განხორციელებულ უკანონო ქმედებას ყველა ინსტანციაში გავასაჩივრებ. თითოეული ჩემი მხარდამჭერის უფლებას ბოლომდე დავიცავ“, -განაცხადა ბექა ბასილაიამ.
სამართალდამცველებმა
გუშინ ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ფოთის ახალგაზრდული ფრთის რამდენიმე წევრი დააკავეს.
კომენტარი