სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ამის წაკითხვის შემდეგ ქალს სულ სხვა თვალით შეხედავთ

ამ გამონათქვამებიდან ზოგიერთი ცნობილია, ზოგიერთი ნაკლებად, თუმცა ყველა მათგანი საოცარი სიზუსტით ასახავს ქალის ბუნებას.

არ არსებობენ კარგი გოგონები, რომლებიც გაფუჭდნენ - არსებობენ ცუდი გოგონები, რომლებმაც თავი გამოავლინეს. (მაი ვესტი)

ცეცხლი მამაკაცის აღმოჩენილია, ცეცხლთან თამაში - ქალის (კენდის ბუშნელი)

კარგი ქცევის ქალები იშვიათად ქმნიან ისტორიას (ლორენ ტეჩერ ულრიჰი)

აძლევ განათლებას კაცს და ამით აძლევ განათლებას კაცს. აძლევ განათლებას ქალს და ამით შენ აძლევ განათლებას მთელ თაობას. (ბრიგმან იუნგი)

როგორც წესი ყოველი იდიოტის უკან დიდებული ქალი დგას (ჯონ ლენონი)

ყველაფერი რაც უნდა იცოდე ქალის და მამაკაცის შესახებ გახლავთ ის რომ: ქალები გიჟები არიან, მამაკაცები სულელები. ქალის სიგიჟის მთავარი მიზეზი კი მამაკაცის სისულელეა.

არცერთ ქალს არ სურს რომ მამაკაცმა ხელის გულზე ატაროს, ქალებს მხოლოდ ის უნდათ რომ მამაკაცს ამის გაკეთების სურვილი ჰქონდეს (ელიზაბეტ პეტერსი)

პოლიტიკაში თუ გსურს რომ რაიმე იყოს ნათქვამი სთხოვე ეს მამაკაცს, მაგრამ თუ გსურს რაღაც გაკეთდეს სთხოვე ქალს (მარგარეტ ტეტჩერი)

ძალიან ცდება ქალი, რომელიც ელის მამაკაცისგან მისთვის ლამაზი სამყაროს აშენებას, მას ხომ თავადაც შეუძლია ამ სამყაროს შექმნა. (ანაის ნინ)

უმჯობესია იყო ძლიერი ვიდრე ლამაზი და უსარგებლო (ლილიტ სენტქროუ)

სულელმაც კი იცის, რომ მამაკაცი და ქალი სხვადასხვანაირად ფიქრობენ, მაგრამ მთავარი განსხვავება მათ შორის გახლავთ ის რომ: მამაკაცი ივიწყებს, მაგრამ არასოდეს პატიობს. ქალი პატიობს მაგრამ არასოდეს ივიწყებს. (რობერტ ჯორდანი)

მამაკაცის სახე მისი ავტობიოგრაფიაა. ქალის სახე კი მისი შრომის შედეგადაა შეთხზული. (ოსკარ უაილდი)

კარგი გოგონები მიდიან სამოთხეში, ცუდი გოგონები კი მიდიან ყველგან. (მაი ვესტი)

ვერცერთი ქალი ვერ შეძლებს ორგაზმის განცდას სამზარეულოს გაპრიალებული იატაკისგან (ბეტი ფრიდანი)

ქალმა უნდა იცოდეს, რომ არავინ მისცემს ძალაუფლებას. მან ის თავად უნდა აიღოს. (როსან ბარი)

ბიჭსა და გოგოს შეუძლიათ იყვნენ მხოლოდ მეგობრები, თუმცა რაც არ უნდა იყოს მათ აუცილებლად შეუყვარდებათ ერთმანეთი... შესაძლოა მოულოდნელად, შესაძლოა უდროო დროს, შესაძლოა ძალიან გვიან და შესაძლოა სამუდამოდაც“ (დეივ მეტიუს ბენდი)

ქალი არ იცვლემა ასაკთან ერთად, ქალი იცვლება მამაკაცთან ერთად (ნატალია კურგალინა)

ჭკვიანი ქალი არასოდეს ბრაზობს, მას უსიტყვოდ გამოაქვს დასკვნები.

ნამდვილ მამაკაცს სჭირდება ორი რამ: საშიშროება და სათამაშო. სწორედ ამიტომ ის ირჩევს ქალს როგორც ყველაზე საშიშ სათამაშოს (ფრიდრიხ ნიცშე)

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100