ძლიერი თოვის გამო საქართველოს გზებზე შეზღუდვები ამოქმედდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის და ძლიერი ქარის გამო, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის კობი-გუდაურის (ფოსტის) მონაკვეთზე, ყველა ტიპის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
შეზღუდვების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს საავტომობილო გზების დეპარტამენტიც, უწყების ცნობით, თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ36-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
კომენტარი