მკვლელობა კახეთში
მკვლელობა კახეთში - ყვარლის რაიონის სოფელ გავაზში 35 წლის რამაზ კაციაშვილი თანასოფლელმა სანადირო თოფიდან ერთი გასროლით მოკლა.
მომხდარს თვითმხილველი არ ჰყავს, თუმცა გარდაცვლილის ახლობლების წინასწარი ინფორმაციით, მკვლელობამდე ახალგაზრდებს ერთმანეთთან დაძაბული სატელეფონო საუბარი ჰქონდათ. რამდენიმე საათში კი ინციდენტი სოფლიდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით, გარდაცვლილის ფერმასთან გაგრძელდა.
კაციაშვილს სასიკვდილო ჭრილობა გულის არეში აქვს მიყენებული. ცხედარს უკვე ჩაუტარდა სამედიცინო ექსპერტიზა, დაკავებულია მკვლელობაში ეჭვმიტანილიც.
კომენტარი