სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"აღენიშნება თავის ტვინის ტრავმული დაზიანება" - როგორია ციხეების ყოფილი შეფის ძმის მდგომარეობა

სპეცრაზმელის მიერ ნაცემი ციხეების ყოფილი შეფის ძმის გადარჩენას ექიმები ცდილობენ - რევაზ მიხანაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

გორის სამხედრო ჰოსპიტალის ექიმი აცხადებს, რომ პაციენტი მართვით სუნთქვაზეა და მას თავის ტვინის ტრავმული დაზიანება აღენიშნება.

მამაკაცი შემოყვანილია სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ სამხედრო ჰოსპიტალში 30 ივლისს, მძიმე მდგომარეობაში. ჩატარებული კვლევებით გამოვლინდა თავის ტვინის ტრავმული დაზიანება, თავის ტვინის დაჟეჟილობა. პაციენტის მდგომარეობა არის კრიტიკული. გადმოცემით ვიცი, რომ ნახეს ეზოში წაქცეული. უგონო მდგომარეობაში იყო. მისი მდგომარეობა კრიტიკულია, ამიტომ რაიმე პროგნოზის გაკეთება რთულია", - ამბობს ექიმი.

ცნობისთვის, რევაზ მიხანაშვილი ციხეების ყოფილი შეფისა და ინტერპოლის მოქმედი თანამშრომლის, ზვიად მიხანაშვილის ძმაა, რომელიც დაუდასტურებელი ინფორმაციით, მომხდარი სისხლიანი ანგარიშსწორების გამო ბელგიიდან საქართველოში ჩამოვიდა.

დაკავებული შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი, დიმიტრი რევაზაშვილია, რომელიც თანასოფლელს სასტიკად გაუსწორდა.


კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100