რუსეთის თქმით, აზოვსტალიდან ევაკუირებული 900-ზე მეტი სამხედრო წინასწარი დაკავების ცენტრში გადაიყვანეს
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ 900-ზე მეტი უკრაინელი ჯარისკაცი, რომლებიც აზოვსტალის ფოლადის ქარხნიდან "ჩაბარდნენ", წინასწარი დაკავების ცენტრში გადაიყვანეს.
სპიკერმა, მარია ზახაროვამ თქვა, რომ ორი დღის განმავლობაში სულ 959 უკრაინელი ჯარისკაცი, მათ შორის 51 მძიმედ დაჭრილი "ჩაბარდათ".
მან დაადასტურა, რომ დაშავებულები მკურნალობენ ნოვოაზოვსკის საავადმყოფოში, თვითგამოცხადებულ "დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში", რომელსაც რუსეთი აკონტროლებს. დანარჩენი სამხედროები კი გაგზავნეს წინასწარი დაკავების ცენტრში ოლენივკაში, ფრონტის ხაზთან ახლოს.
უკრაინას არ განუცხადებია, რამდენმა სამხედრომ დატოვა აზოვსტალი. განახლებული ინფორმაცია არ გავრცელებულა რუსეთთან მოლაპარაკების თაობაზეც, სადაც ტყვეების გაცვლა უნდა განიხილონ.
კომენტარი