საქართველოში კორონავირუსით კიდევ 20 პაციენტი გარდაიცვალა
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 20 პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ მთავრობის მიერ სპეციალურ ვებ-გვერდზე უკვე აისახა.
კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა ჯამში 401-ს შეადგენს.
დღეს საქართველოში კორონავირუსის 2401 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 2 289 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
კომენტარი