თბილისის მუნიციპალური მუზეუმების გაერთიანების სტრუქტურული ერთეულის ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის მემორიალური ბინა-მუზეუმი
გამოფენა ავტოგრაფებში შემონახული ისტორია
გახსნა - 25 ივლისი 19:00
გამოფენა გაგრძელდება 2017 წლის 5 აგვისტომდე
"ავტოგრაფებში შემონახული ისტორია" გვიყვება იმ პიროვნების ისტორიას, რომელმაც უდიდესი კვალი დატოვა საბალეტო ხელოვნების განვითარებაში, ქართული ბალეტის პოპულარიზაციაში და თაობათა ჩამოყალიბებაში.
გამოფენაზე – „ავტოგრაფებში შემონახული ისტორია" პირველად იქნება წარმოდგენილი ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალურ ბინა მუზეუმის ფონდებში დაცული მასალა, საზოგადოებისთვის დღემდე უცნობი წარწერები, ვახტანგ ჭაბუკიანისადმი სამახსოვროდ მიძღვნილ წიგნებზე თუ ნივთებზე.დამთვალიერებელი იხილავს: მხატვარ ლადო გუდიაშვილის მიერ ნაჩუქარ ნამუშევარს „ცეკვა ირმულა“; მხატვარ ელენე ახვლედიანის სამახსოვრო ნახატს -„შატილი“; დირიჟორ ვახტანგ ფალიაშვილის ნაჩუქარ წიგნს -„ბალეტმეისტერის ხელოვნება“ - პირადი მინაწერით; ფრანგული ბალეტის ფუძემდებლის, ბალეტის მოცეკვავე სერჟ ლიფარის სამახსოვრო წიგნებს; ჭაბუკიანის პარტნიორის ნატალია დუდინსკაიასბიოგრაფიულ წიგნს- ავტორი: გ. კრემშევსკაია და სხვა; საზოგადოებისთვის ცნობილი თუ ნაკლებად ცნობილი, სხვადასხვა პროფესიის ადამიანებისგან „ცეკვის ჯადოქრისადმი“ მიძღვნილ სამახსოვრო წარწერებს.
კომენტარი