სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დიმიტრი ბობროვი: რუსეთი კავკასიას უნდა გამოეყოს

უკანასკნელ პერიოდში სხვადასხვა ინტერნეტგამომცემლობაში და რუსეთის პრესაში სხვადასხვა პოლიტიკოსებსა და ოპოზიციური პარტიებს ლიდერებს შორის მიმდინარეობს საუბრები და დისკუსიები რუსეთის მომავალზე, მის რეიტინგზე საერთაშორისო არენაზე და ამ პრობლემასთან თვით რუსების დამოკიდებულებაზე.

ამ დღეებში რუსეთის ნაციონალ–სოციალისტების მთლიანობაში პოპულარულმა ბლოგ NS Dima Schulz–მა გამოაქვეყნა პარტიის ლიდერის დმიტრი ბობროვის საპროგრამო სტატია რუსი ნაციონალ–სოციალისტების დამოკიდებულებაზე რუსეთიდან კავკასიის გასვლის შესაძლებლობების საკითხებთან, რომელიც გადაბეჭდეს რუსეთის პრაქტიკულად ყველა წამყვანმა НС-საიტებმა, "Правые новости"–ს ჩათვლით. კერძოდ, მასში ბობროვი წერს, რომ ჩრდილოეთ კავკასიის საკითხი დღეისათვის არ არის მხოლოდ ტერიტორიული საკითხი, არამედ არის უაღრესად ეთნიკური. აქ საუბარი არ ეხება რომელიმე ტერიტორიის გამოყოფას, აქ საუბარია შემდგომი თანაარსებობის შეუძლებლობაზე ჩრდილოკავკასიელ ეთნიკურ ჯგუფებსა და რუსეთის დანარჩენ მოსახლეთა შორის.

"არასაკმარისია ჩრდილოეთ კავკასიის მხოლოდ ტერიტორიულად გამოყოფა, იგი უნდა გამოეყოს ეთნიკურადაც. ნაციონალური სახელმწიფოების შექმნისას ყველაზე ადეკვატურია ეთნიკური პრინციპი. ეთნიკური საზღვარი ეს არის ბუნებრივი საზღვარი", – აცხადებს ბობროვი.

მთავარი ნაციონალ–სოციალისტის აზრით, რუსეთის ფედერაცია, როგორც სსრკ–ს ყოფილი ნაწილი, არის ხელოვნური სახელმწიფო? რომელიც დაფუძნებულია ეროვნულ უსამართლობაზე და ამიტომ მისი დაშლა ისტორიულად გარდაუვალია? ხოლო მის ადგილას უნდა აღორძინდეს სუფთა რუსული სისხლის ხალხთა სახელმწიფო. "და გვჭირდება კი ასეთი რუსული სახელმწიფოს მოქალაქეებთან ჩეჩნები ან ჩრდილოეთ კავკასიის სხვა ხალხები?", –სვამს კითხვას ბობროვი და თვითონვე პასუხობს: "...რა თქმა უნდა არა!".

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100