ბათუმელი პატარა ხელოვანების გამოფენას ქუთაისი მასპინძლობს
პროექტ „შეჩერებული წამის“ ფარგლებში 22 სექტემბერს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების ფოტო ნამუშევრების გამოფენა ქუთაისში გაიხსნა. ექსპოზიციაში წარმოდგენილი იქნება 12 ნორჩი ბათუმელი ფოტოხელოვანის ნამუშევარი. ასევე, გამოფენაში მონაწილეობენ ქუთაისის მკვიდრი ბავშვები თავიანთი ფოტო შემოქმედებით.
აღნიშნული პროექტის მიზანია განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოზარდთა ფოტოხელოვნებით დაინტერესება, მათი შემოქმედებითი უნარების გაუმჯობესება, თვითრეალიზაციისა და მოტივაციის ამაღლება,ასევე, ბავშვებს შორის კონტაქტების დამყარება და დაახლოება.
პროექტი სსიპ აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმის ორგანიზებითა და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსებით განხორციელდა.გამოფენის გახსნას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნათია სირაბიძე და იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის გუბერნატორის პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე დაესწრნენ.
კომენტარი