სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რას გულისხმობს "ქართველი ხალხის აქტი" და ვის შეეხება სანქციები

რა წერია სენატორ ჯინ შაჰინის და სენატორ ჯიმ რიშის სენატში დაინიცირებულ კანონპროექტში და ვის შეეხება სანქციები - "ქართველი ხალხის აქტში" მკაფიოდ წერია, რომ აღნიშნული იმ პირების დასანქცირებას გულისხმობს, ვინც საქართველოს ევროინტეგრაციას უშლის ხელს. მათ შორის, საუბარია იმ პირებზე, ვინც სამოქალაქო საზოგადოებაზე ძალადობასა და მათი დაშინების მცდელობებშია მხილებული.

კანონპროექტის თანახმად, ვიზები შეუჩერდებათ იმ მაღალჩისნებსაც, ვინც უკვე ამერიკაში ცხოვრობენ და ასევე მათ ოჯახის წევრებსაც. საუბარია მთავრობის მოქმედ და ასევე ყოფილ წევრებზე.

შეერთებულმა შტატებმა უნდა განიხილოს მოგზაურობის შეზღუდვები ან სანქციები პირებზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან იმ ქმედებებზე, რომლებიც ხელს უშლის საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ სწრაფვას, რაც მოიცავს ძალადობას ან დაშინებას საქართველოს მოქალაქეების, სამოქალაქო საზოგადოების წევრებისა და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წევრების მიმართ.

შეერთებულმა შტატებმა უნდა განიხილოს ვიზების შეჩერება საქართველოს იმ მოქალაქეებზე და მათი ოჯახის წევრებზე , ვინც ამჟამად ცხოვრობს შეერთებულ შტატებში..... და გააუქმოს ნებისმიერი მოქმედი ვიზა ან შესვლის ნებართვის დოკუმენტი, რომელსაც უცხო ქვეყნის მოქალაქე ფლობს.

ნებისმიერ ფიზიკურ პირს, რომელიც 2012 წლის 1 იანვარს ან მის შემდეგ მუშაობდა საქართველოს მთავრობის პარლამენტის წევრად, საქართველოს მთავრობის პარლამენტის აპარატის უფროს თანამშრომლად, ან იყო ან არის მოქმედი ან ქართული პოლიტიკური პარტიის ყოფილი მაღალჩინოსანი.

ნებისმიერი პირი, რომელიც მსახურობს ხელმძღვანელ თანამდებობაზე, რომელიც მუშაობს საქართველოს მთავრობის სახელით, მათ შორის სამართალდამცავი, დაზვერვის, სასამართლო, - ნათქვამია კანონპროექტში.

აშშ ასევე საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, დაუყოვნბელივ გაათავისუფლოს პოლიტიკური ნიშნით დაკავებული პირები და მათ წინააღმდეგ არსებული გაიწვიოს საქმეები გაიწვიოს. დოკუმენტში საუბარია არჩევნების სამართლიანად ჩატარების მნიშვნელობაზეც.

მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გაათავისუფლოს პოლიტიკური მოტივაციით დაკავებული პირები და გაიწვიოს საქმეები მათ წინააღმდეგ.

მოვუდოებთ საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს 2024 წლის ოქტომბრის არჩევნების დემოკრატიულად და სამართლიანად ჩატარება, რათა ის ასახავდეს ქართველი ხალხის ნებას.

ევროატლანტიკური ინტეგრაციის ბლოკირებისკენ მიმართული ქმედებები, საქართველოში კორუმპირებული ან ოლიგარქიული ძალების არასათანადო გავლენის გამო, წარმოადგენს კორუფციის ფორმას, - ნათქვამია დოკუმენტში.

შეგახსენებთ, რომ ჯინ შაჰინის და ჯიმ რიშის დაინიცირბებულ კანონპროექტს ორპარტიული მხარდაჭერა აქვს. საუბარია "დეკრატებსა" და "რესპუბლიკელებზე".

ასევე ცნობილია, რომ კონკრეტული პირების სია, ვისაც აღნიშნული სანქციები შეეხება მას შემეგ გამოქვეყნდება, რაც "მეგობრის აქტი" სენატში და შემდეგ წარმოამდგენლობით პალატაში განიხილება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100