სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ეს ძალიან საფრთხილო საკითხია... თანაც, რა მეგრული და სვანური, როცა სკოლებში ქართული ენის სწავლის ხარისხია კატასტროფულ დონეზე..." - შეფასებები პრეზიდენტის ინიციატივაზე

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი სკო­ლა­ში, მეგ­რუ­ლი­სა და სვა­ნუ­რის არ­ჩე­ვით საგ­ნად სწავ­ლე­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვით გა­მო­ვი­და. ამის შე­სა­ხებ პრე­ზი­დენ­ტმა 14 აპ­რილს, დე­და­ე­ნის დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბით სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას ისა­უბ­რა. მისი თქმით, ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის წი­ნა­აღ­მდეგ ომს რუ­სე­თი დღეს აფხა­ზეთ­ში აგ­რძე­ლებს და ქარ­თუ­ლი და აფხა­ზუ­რი ენის დაც­ვას­თან ერ­თად, გვე­ვა­ლე­ბა მეგ­რუ­ლის, სვა­ნუ­რის, ჭა­ნუ­რი­სა და ლა­ზუ­რის დაც­ვა და გა­დარ­ჩე­ნის­თვის ზრუნ­ვა, რაც შე­საძ­ლე­ბე­ლია, თუკი სკო­ლა­ში არ­ჩე­ვი­თი სწავ­ლე­ბის უფ­ლე­ბა და­წეს­დე­ბა მეგ­რულ­სა და სვა­ნურ­ზე. "რუ­სუ­ლი სა­ო­კუ­პა­ციო რე­ჟი­მის შე­დე­გად, აფხა­ზეთ­ში ერ­თნა­ი­რად იზღუ­დე­ბა რო­გორც აფხა­ზუ­რი, ასე­ვე ქარ­თუ­ლი ენა. წლი­დან წლამ­დე მცირ­დე­ბა აფხა­ზურ ენა­ზე მო­სა­უბ­რე­თა რი­ცხვი. გალ­ში და მიმ­დე­ბა­რე სოფ­ლებ­ში კი მცხოვ­რებ ქარ­თვე­ლებს ეკ­რძა­ლე­ბათ ქარ­თულ ენა­ზე სას­კო­ლო გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა. ქარ­თუ­ლი და აფხა­ზუ­რი ენის დაც­ვას­თან ერ­თად, რო­მე­ლიც კონ­სტი­ტუ­ცი­ით გან­სა­ზღვრუ­ლია, გვე­ვა­ლე­ბა მეგ­რუ­ლის, სვა­ნუ­რის, ჭა­ნუ­რი­სა და ლა­ზუ­რის დაც­ვა და გა­დარ­ჩე­ნის­თვის ზრუნ­ვა. რა­მე­თუ ეს ენე­ბი გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია ჩვე­ნი კულ­ტუ­რის და წარ­მო­ად­გე­ნენ უნი­კა­ლურ სიმ­დიდ­რეს. ამას შევ­ძლებთ თუკი სკო­ლა­ში არ­ჩე­ვი­თი სწავ­ლე­ბის უფ­ლე­ბას და­ვა­წე­სებთ, პირ­ველ რიგ­ში, მეგ­რუ­ლი­სა და სვა­ნუ­რი­სათ­ვის”, - გა­ნა­ცხა­და პრე­ზი­დენ­ტმა. ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი ამ იდე­ით შარ­შა­ნაც გა­მო­ვი­და და გან­ცხა­დე­ბა სწო­რედ დე­და­ე­ნის დღი­სად­მი მი­ძღვნილ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე გა­ა­კე­თა, თუმ­ცა ამ ინი­ცი­ა­ტი­ვას წელს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ ეს სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე არას­წო­რი მიდ­გო­მაა. - თქვე­ნი აზ­რით რამ­დე­ნად სწო­რია პრე­ზი­დენ­ტის ინი­ცი­ა­ტი­ვა და შე­ი­ცავს თუ არა ეს საფრ­თხეს მარ­თლაც? - მი­ვიჩ­ნევ, რომ მეგ­რულ­შიც და სვა­ნურ­შიც სიღ­რმი­სე­უ­ლი სიბ­რძნეა და­ცუ­ლი, მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, უყუ­რა­დღე­ბო­ბის გამო ორი­ვე სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო დო­ნე­ზე გა­მო­ი­ყე­ნე­ბა, რაც შე­ე­ხე­ბა სკო­ლებ­ში სწავ­ლე­ბას, ეს სა­კა­მა­თო თე­მაა, პირ­და­პირ მეგ­რუ­ლი და სვა­ნუ­რი კი არ უნდა ის­წავ­ლე­ბო­დეს, არა­მედ ის სიბ­რძნე, რო­მე­ლიც ამ ენებ­ში დევს, თუმ­ცა, მი­მაჩ­ნია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის პირ­და­პი­რი ამო­ცა­ნა უნდა იყოს ამ ენე­ბის ის­ტო­რი­ის, გან­ვი­თა­რე­ბის და დღე­ვან­დე­ლო­ბის სიღ­რმი­სე­უ­ლი შეს­წა­ვა­ლა და ამის­თვის შე­სა­ბა­მი­სი კვლე­ვი­თი ინ­სტი­ტუ­ტე­ბის შექ­მნა. აქვე ვი­ტყვი, რომ ამ თე­მას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიფრ­თხი­ლით უნდა მი­ვუდ­გეთ, რად­გან ძა­ლი­ან მგრძნო­ბი­ა­რე სა­კი­თხია და ვერც იმას გა­მოვ­რი­ცხავთ, რომ პრე­ზი­დენ­ტის შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნას ვინ­მე ცდი­ლობ­დეს. - უმ­ჯო­ბე­სი ხომ არ იქ­ნე­ბო­და, რომ ქარ­თულ­მა სა­ხელ­მწი­ფომ და პრე­ზი­დენ­ტმა მე­ტად იზ­რუ­ნონ ეროვ­ნუ­ლი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­თვის ქარ­თუ­ლი ენის შეს­წავ­ლა­ზე? - რა მეგ­რუ­ლი და სვა­ნუ­რი, როცა ქარ­თუ­ლი ენის სწავ­ლის ხა­რის­ხი არა მხო­ლოდ არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვან, არა­მედ ქარ­თულ სკო­ლებ­შიც კა­ტას­ტრო­ფულ დო­ნე­ზეა, რაც, სამ­წუ­ხა­როდ, ჩანს სხვა­დას­ხვა მე­დია სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი­დან და სა­ჯა­რო გა­მოს­ვლე­ბი­დან, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, უნდა ის­წავ­ლე­ბო­დეს ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ენა ძა­ლი­ან ღრმად და სა­ფუძ­ვლი­ა­ნად. მათ შო­რის ქარ­თულ სკო­ლებ­ში, ახალ­გაზ­რდე­ბი ხში­რად უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­ში იწყე­ბენ ქარ­თუ­ლი ენის შეს­წავ­ლას, რად­გან სას­კო­ლო ბაზა ძა­ლი­ან და­ბა­ლი აქვთ... ამ სა­კითხს "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე გა­მო­ეხ­მა­უ­რა ექ­სპერ­ტი გია ხუ­ხაშ­ვი­ლიც. "თუ ვინ­მეს აქვს სურ­ვი­ლი მეგ­რუ­ლი და სვა­ნუ­რი ენის შეს­წავ­ლის, რა თქმა უნდა, გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა ამას ხელს უნდა უწყობ­დეს. აქ პრობ­ლე­მა სხვა რა­მე­შია - რა დროს, რა ფორ­მით და რა მიზ­ნით ხდე­ბა ასე­თი სენ­სი­ტი­უ­რი თე­მის წა­მო­წე­ვა….დღე­ვან­დელ რთულ ვი­თა­რე­ბა­ში, არა­უფ­ლე­ბა­მო­სი­ლი, არა­კომ­პე­ტენ­ტუ­რი პი­რის მხრი­დან ამ ინი­ცი­ა­ტი­ვით გა­მოს­ვლას მხო­ლოდ უად­გი­ლო პრო­ვო­კა­ცი­ის კვა­ლი­ფი­კა­ცია შე­იძ­ლე­ბა მი­ე­ცეს, ნებ­სით, თუ უნებ­ლი­ედ… არა შეჯ­და მწყე­რი ხესა…" - წერს გია ხუ­ხაშ­ვი­ლი. წყარო: ამბები ჯი

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100