კევინ სპეისის 18 წლის ვაჟის სექსუალურ შევიწროებაში ბრალი ოფიციალურად წაუყენეს
გუშინ ოსკაროსან კინომსახიობს კევინ სპეისის 18
წლის ვაჟის
სექსუალურ შევიწროებაში
ბრალი ოფიციალურად
წაუყენეს. მსახიობის
ადვოკატების თქმით,
ის დანაშაულს არ
აღიარებს.
სასამართლოსთან კევინ
სპეისის ათეულობით
ჟურნალისტი ელოდებოდა
თუმცა მას
მედიასთან კომენტარი
არ გაუკეთებია. სექსუალურ შევიწროებაში ბრალდებულ მსახიობს
კომენტარი არც
სასამართლოს დარბაზში
გაუკეთებია, ის
ჩუმად იდგა
თავისი ადვოკატის
გვერდით. კევინ სპეისის
სასამართლო პროცესი
4 მარტს გაგრძელდება.
შეგახსენებთ, რომ კევის სპეისის ირგვლივ სკანდალი 2017 წლის შემოდგომაზე
დაიწყო, როცა მსახიობმა ენტონი რეპმა განაცხადა, რომ სპეისის მხრიდან მის მიმართ
30 წლის წინ სექსუალურ შევიწროებას ჰქონდა ადგილი, რეპი მაშინ არასრულწლოვანი იყო.
ორგზის ოსკაროსანმა მსახიობმა აღნიშნულზე განცხადება გააკეთა, რეპს მოუბოდიშა და მომხდარი
„სავარუდოდ მთვრალი კაცის ქცევას“ დააბრალა, ასევე აღიარა, რომ გეია. რამდენიმე დღეში
სპეისის წინააღმდეგ კიდევ ათეულობით იმავე შინაარსის ბრალდებამ გაიჟღერა.
კომენტარი