დავით უსუფაშვილი და საპარლამენტო დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით ბაქოს ეწვია
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის დედაქალაქს, ბაქოს ეწვია.
მას აეროპორტში აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ზიაფატ ასკეროვი და სხვა ოფიციალური პირები დახვდნენ. პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტმა აზერბაიჯანულ მედიაში დიდი ინტერესი გამოიწვია. დავით უსუფაშვილმა აზერბაიჯანული პრესისთვის პირველი კომენტარი აეროპორტში ჩასვლისთანავე გააკეთა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილისა და საპარლამენტო დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი ბაქოში 8 ივლისამდე გაგრძელდება.
კომენტარი