"ბიჭი იწვა ლოგინში, არ აწუხებდა ნამუსი" - რაზე მღერის მილიონერ კობა ნაყოფიას ქალიშვილი ახალ მუსიკალურ კლიპში
მილიონერი დეპუტატის, "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, კობა ნაყოფიას ქალიშვილმა ახალი კლიპი გადაიღო. სიმღერას "ცისფერი აბი“ ჰქვია და მუსიკისა და ტექსტის ავტორი თავად გახლავთ. "ბიჭი იწვა ლოგინში, არ აწუხებდა ნამუსი, მოდი, ისტორიის წიგნი გადავშალოთ, კარმა მურტალი რამეა... მე უფრო მეტი შანსი მქონდა, იმ გოგოსთან ყველაფერი მქონოდა...“ - მღერის ნატალია ნაყოფია. ვიდეოს "იუთუბზე" ამ დროისთვის 30 ათასამდე ნახვა აქვს და დებიუტანტს კომენტარებში სითამამესა და ნიჭს უქებენ. ნატალიამ ბერკლის მუსიკალური კოლეჯი დაამთავრა და მას მუსიკალურ წრეებში კარგად იცნობენ.
კომენტარი