სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქობულეთში ავარიის დროს დაშავებულ ფეხმძიმეს საკეისრო კვეთა უტარდება – მდგომარეობა მძიმეა

ოზურგეთი-ქობულეთის ცენტრალური გზის სოფელ გვარას მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული ორსული ქალი კლინიკა „Brothers“-ში გადაიყვანეს.

როგორც კლინიკაში „პრაიმტაიმნიუსს” განუცხადეს, პაციენტს ამ წუთებში საკეისრო კვეთა უტარდება.

„პაციენტი შემოვიდა მძიმე მდგომარეობაში. დაახლოებით 36 კვირის ორსულია. ამიტომ ექიმებმა მიიღეს გადაწყვეტილება და ამ წუთებში ბლოკშია შეყვანილი, საკეისრო უტარდება. ამის შემდეგ დაიგეგმება და გადაწყდება რა სახის დახმარებას აღმოუჩენენ. შესაძლოა დაჭირდეს ქირურგიული ჩარევა“,- აცხადებენ კლინიკაში.

დაშავებული მეორე პაციენტი კლინიკა BMC-ში გადაჰყავთ. როგორც კლინიკა BMC-ში აცხადებენ, პაციენტს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება და მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

„პაციენტი შემოვიდა პოლიტრავმით. მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე ფასდება როგორც საშუალო სიმძიმის. უტარდება ლაბორატორიულ- კლინიკური კვლევები. ამ ეტაპზე სხვა დეტალებს ვერ გეტყვით“,- აცხადებენ კლინიკაში.

შეგახსენებთ, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, რამდენიმე კი დაშავდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100