სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დღეში მცირე ოდენობის საკვებს აძლევდნენ, იატაკზე ეძინათ და თუ ვინმე ავად ხდებოდა, წამალს არ აძლევდნენ - 300 მუშა გამოკეტეს და კარანტინის განმავლობაში ამუშავებდნენ

ჩრდილოეთ ნიგერიაში, ქალაქ კანოში პოლიციამ გადაარჩინა 300 ადამიანი, რომელიც დამსაქმებელმა ბრინჯის ქარხანაში გამოკეტა და მარტის შემდეგ, სახლში წასვლის უფლების გარეშე ამუშავებდა, - ამის შესახებ BBC წერს.

თანამშრომლებმა მარტის შემდეგ პირველად დატოვეს შენობა. სწორედ ამ დროიდან, კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის, ნიგერიაში საწარმოები დაიხურა.

როგორც მუშები აცხადებენ, მათ დაჰპირდნენ, რომ ყოველთვიურ ხელფასზე, 72 დოლარზე 13 დოლარს დაუმატებდნენ, თუ ამ პირობას დათახმდებოდნენ.

მათივე თქმით, დღეში მცირე ოდენობის საკვებს აძლევდნენ, იატაკზე ეძინათ და თუ ვინმე ავად ხდებოდა, წამალს არ აძლევდნენ.

მომხდარის გამო, ინდოეთის მოქალაქის საკუთრებაში არსებული საწარმოს 5 ხელმძღვანელი პირია დაკავებული.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100