ერთი დაღუპული და ერთი დაშავებული - თბილისში მიკროავტობუსი ამოტრიალდა
თბილისში, მიკროავტობუსი გარე განათების ბოძს დაეჯახა, შემდეგ კი ამოტრიალდა.
შემთხვევის შედეგად, ადგილზე დაიღუპა ერთი პირი ხოლო, დაშავდა ერთი ადამიანი, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
კომენტარი