„არაჩვეულებრივი შვილი მყავს, ძალიან მაგარი ადამიანი და ჩემი მოტივატორი“ დრონი.ჯი-ს ინტერვიუ ია უძილაურთან
დრონი.ჯი წარმოგინდენთ
რუბრიკას „ცნობილი ქართველი დედები“
დღეს ჩვენი რუბრკის
რესპოდენტი, ბოდიბილდერი და ტელეწამყვან ნიკა გრიგოლიას ყოფილი ცოლი ია უძილაური გახლავთ. სწორედ ნიკა გრიგოლიასგან ჰყავს იას უსაყვარლესი ბიჭუნა.
- როგორ ფიქრობ, რამდენად კარგი დედა
ხარ?
- ალბათ ჩემ შვილს უნდა ვკითხოთ. ვფიქრობ რომ არაჩვეულებრივი
შვილი მყავს, ძალიან მაგარი ადამიანია და ჩემი მოტივატორი. ვცდილობ ვიყო საუკეთესო,
ვერ გეტყვით როგორ გამომდის.
- შენი აზრით,
რამდენად ჩართული უნდა იყოს მამა შვილის აღზრდაში?
- რა
თქმა უნდა, ჩართული უნდა იყოს მამა შვილის აღზრდაში, ეს აუცილებელია და მამაჩემი ამის
კარგი მაგალითი მყავს. ეს კი ძალიან მახარებს.
- ცნობილი ქართველი
ქალებიდან, ვინ არის შენი ფავორიტი დედა?
- არ
ვიცი , მიჭირს გახსენება. არაცნობილებიდან ძალიან ბევრი. გარშემო იმდენი არაჩვეულებრივი
ქალია სულ აღფრთოვანდები. ჩემთვის ფავორიტი, დედაჩემია!
- აპირებ თუ არა
ისევ შვილის გაჩენას?
-დაპირებით არ ვაპირებ ჯერ, მაგრამ მინდა თუ არა გაჩენა?
გეტყვით, რომ კი მინდა და მეტიც, ბევრი შვილების
გაჩენა მინდა.
კომენტარი