სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ექიმმა კლინიკიდან 560 ათასი დოლარი მოიპარა და მეგობარ ქალთან ერთად კუნძულზე გაიქცა, სადაც მოკლა ის და შემდეგ თავი მოიკლა

48 წლის ბრიტანელი ექიმი ტიტუს ბრედლი და მისი მეგობარი ქალი, 28 წლის ნოემი ჯერჯელი მოულოდნელად ქვეყნიდან გაუჩინარდნენ და მათთან ერთად გაქრა იმ კლინიკის სოლიდური თანხა, სადაც ტიტუსი მუშაობდა. ეს ფული კოლეგებისთვის მისაცემი ხელფასები და პენსიები იყო, რომელიც თაღლითური გზით მიითვისა და გაქრა. ერთი წლის შემდეგ კი ისინი ერთ-ერთ კუნძულზე გარდაცვლილები იპოვნეს სასტუმროში - იუწყება გამომცემლობა The Sun.

წყვილი ტრაგედიამდე ორი დღით ადრე დარეგისტრირდა სასტუმროში. როგორც დაწესებულების მენეჯერი აცხადებს, მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე ნომრიდან წყვილის ჩხუბის ხმა ისმოდა, რამდენიმე წუთის შემდეგ კი ორი გასროლა მოხდა. როდესაც ოთახის კარი შეამტვრიეს, წყვილი აბაზანაში გარდაცვლილი დახვდათ, გვერდით კი მათი ძაღლი იწვა. გამოძიებამ დაადგინა, რომ მამაკაცმა მეგობარი ქალი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა.

ტიტუსი 2012 წელს დაშორდა მეუღლეს, რომელთანაც 12 წლის ვაჟი ჰყავდა. ცოტა ხნის შემდეგ კი ლონდონის ერთ-ერთ კლუბში ნოემი გაიცნო, სადაც გოგონა პიარად მუშაობდა. ამის შემდეგ ტიტუს ბრედლის კლინიკაში პრობლემები შეექმნა - მომსახურე პერსონალის სიმცირის გამო მას პაციენტები ტოვებდნენ და სხვა საავადმყოფოში მიდიოდნენ. კოლეგები ბრედლის საავადმყოფოს არასწორად წარმართვაში ადანაშაულებდნენ. პრობლემის მოსაგვარებლად მამაკაცმა მცდარი გზა აირჩია მოპარული თანხით კუნძულზე გაიქცა ახალ სიყვარულთან ერთად, სადაც ორივეს სიცოცხლე ტრაგიკულად დასრულდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100