სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გალის რაიონში შეიარაღებული შეტაკების დროს რამდენიმე ადამიანი დაიჭრა

ორ აფხაზურ შეიარაღებულ დაჯგუფებას შორის გალის რაიონში მომხდარი შეტაკების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიჭრა. შეტაკების მიზეზი თხილის ბიზნესი გახდა. ერთ–ერთმა შეიარაღებულმა ჯგუფმა, რომელმაც მეორე ჯგუფთან მოსავლის ნაწილი ვერ გაიყო, ცეცხლი გაუხსნა თხილის ნარგავებით განაშენებულ ნაკვეთზე მომუშავე მოსახლეობას. სროლის შედეგად რამდენიმე მშვიდობიანი მცხოვრები დაიჭრა.

სამეგრელო–ზემო სვანეთში აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენლობის ცნობით, ერთი დაჭრილი უკვე გადმოიყვანეს ზუგდიდის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ორი დაჭრილი კი მკურნალობის კურსს გალის საავადმყოფოში გადის.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100