სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"დღეს შენი სხეული მიაბარეს მიწას, ალბათ ძალიან შეგცივდა.."

შოთო სიხარულიძე, რომელიც სოციალურ ქსელებში ქართველი ემიგრანტებისთვის მუშაობს, ქართველი ემიგრანტის, ელენე გოქაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მისი მეგობრების დაწერილ სევდიან პოსტს აქვეყნებს. შეგახსენებთ, რომ 34 წლის გოქაძე 23 მაისს თურქეთის მოქალაქემ, ყრუ-მუნჯმა მამაკაცმა სასტიკად აწამა ყელი გამოჭრა და მოკლა.
"მოკლული ემიგრანტი დღეს უკანასკნელ გზაზე გააცილეს. მსუბუქი იყოს მშობლიური ქართული მიწა შენს მკერდზე. ნათელში იყოს შენი ლამაზი სული. დღეს შენი სხეული მიაბარეს მიწას. ალბათ ძალიან შეგცივდა, მაგრამ გვჯერა, რომ საქართველოს მზის პირველმა სხივებმა გაათბო შენი გაყინული სხეული და მარტოდ დარჩენილს გზა გაგინათა. შენ ლამაზი, ძლიერი და ნიჭიერი იყავი, გამბედავი და პირდაპირი. შენ სხვისი ტკივილის გაგების საოცარი უნარი გქონდა, შენს მეგობრებს სურდათ, რომ ბედნიერად გეცხოვრა... დიდხანს, ძალიან დიდხანს.

23 მაისს მეხივით გავარდა სამწუხარო ამბავი - ელენე გოქაძის გარდაცვალების შესახებ. დამწუხრდა, დადუმდა შენი მეგობრები". ეჰ ამაყად ამაყად და მხნედ აღარ ჩამოივლის სიმპათიური, ლამაზთვალება ქალბატონი. მოგვიკლეს ქალბატონი კისკისა რომელიც სულ იღიმოდა და ერთადერთ ოჯახის წევრზე ძმაზე და მის ოჯახზე ფიქრობდა რომ კარგად ჰყოლოდა, ჩვენ მის მეგობრებს კი ტკივილი და მოგონებები დაგვიტოვა. ობლობაში გაზრდილს (დედ მამა ადრე დაეღუპა) მიუხედავად დიდი ტკივილისა ის მაინც მყარად იდგა ფეხზე და ცდილობდა ბედნიერი ყოფილიყო. შენს ოთახში ყოველდღიურად დაანთებენ სანთელს და ცრემლიანი თვალებით გახედავენ ხოლმე შენგან ობლად დარჩენილ ყოველივეს. ელენე გოქაძის სახით დაკარგეს მისმა ოჯახის წევრებმა მეგობრებმა და ახლობლებმა საყვარელი ადამიანი, რომელმაც თან წაიღო მათი გული და დატოვა გამოფიტული და დაცარიელებული. რა ძნელია, რომ შენ საყვარელ ადამიანს მიწას მიაბარებ და იქიდან დაბრუნდები მხოლოდ მოგონებების იმედად.

რჩება მხოლოდ საფლავი, ადგილი, სადაც ხშირად მოგიწევს სიარული, რადგან უნდა მოუყვე ყველაფერი დარჩენილ ცხოვრებაზე...ელენესნაირი მებრძოლი სულის, სიცოცხლისმოყვარული ადამიანისათვის ნაადრევი იყო ამ ქვეყნიდან წასვლა. მსუბუქი იყოს მისი საფარველი! ნათელში მისი სული, ამინ!" - ნათქვამია წერილში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100