პოლარიზებული ამერიკა
ამერიკელთა უმრავლესობა ქვეყნის ვალის გადავადების შესახებ ვაშინგტონში გამართული მწვავე დებატების გამო საგრძნობლად დაიღალა.
მოსახლეობა, ორივე პარტიას - რესპუბლიკელებსაც და დემოკრატებსაც კომპრომისისაკენ მოუწოდებს და ვითარებას შემდეგნაირად აფასებს:
„ქვეყანა ზღვარზეა მისული... ეს ვიღაცისათვის შეიძლება სახალისოც იყოს, მაგრამ არსებული სიტუაცია, არანაირ სიკეთეს არ მოუტანს ქვეყანას...“
„ვითარება თავნება ბავშვს მაგონებს, რომელსაც სურს თავისი გაიტანოს და ამისათვის ყველაფერს აკეთებს...“
ზოგიერთი ამერიკელი შიშობს, რომ ზედმეტად პოლარიზებული მდგომარეობა, ამერიკას უმართავს გახდის.
დემოკრატები უპირატესობით სარგებლობენ თეთრ სახლდსა და სენატში, მაგრამ რესპუბლიკელებს წარმომადგენელთა პალატაში ყველაზე დიდი ადგილი უჭირავთ.
სულ ახლახანს, საჯაროდ გამოსვლის დროს, თავის სიტყვაში, თავად პრეზიდენტ ბარაკ ობამამაც ვერ დაფარა გაღიზიანება და განაცხადა:
“ამერიკელებმა შეიძლება ხმა მისცენ ორად გაყოფილ ხელისუფლებას, მაგრამ არა უფუნქციო მთავრობას.”
ექსპერტთა გარკვეული ჯგუფი მიიჩნევს, რომ ვალის საკითხზე გაუთავებელი პოლემიკა ამერიკის პოლიტიკური პოლარიზაციის საუკეთესო მაგალითია, და ასევე იმ ტენდენციის ნაწილია, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ძალას იკრებდა.
ამასთან დაკავშირებით, ამერიკის უნივერსიტეტის პროფესორი დევით ლუბლინი ამბობს:
“ამჟამად არსებული ორივე პარტიის ზედმეტი პოლარიზირებულობა მომავალ არჩევნებში, პოლიტიკური პროცესების მთავარი მამოძრავებელი იქნება.”
ზომიერებას მოკლებული ორივე პარტიისათვის კი საკმაოდ რთული იქნება კომპრომისის გამოძებნა, რაც ვითარების ესკალაციას უფრო გაზრდის.
ყოფილმა რესპუბლიკელმა სენატორმა ტრენდ ლოტმა, ებისისთან კვირის პროგრამაში მიცემული ინტერვიუს დროს, აღნიშნა, რომ კომპრომისზე წასასვლელად, თავად კონგრესის ახლად არჩეული წვერბიც ინერტულობას იჩენენ.
პოლიტოლოგი მათიუ დოუდიც ადასტურებს ამომრჩეველთა გაღიზიანებას და იქვე დასძენს, რომ თუ პრეზიდენტი და კონგრესი შეთანხმებას ვერ მიაღწევს ვალის ლიმიტის გადავადების თაობაზე, მაშინ, მთელ პასუხისმგებლობა მათ დაეკისრებათ.
“ზოგადად, მოსახლეობა ფიქრობს რომ ვაშინგტონი უფუნქციო ნაგვის ურნად იქცა და ჩანს, რომ საკითხის გადასაწყვეტად, არავის არ სურს, ზრდასრული ადამიანივით მოქცევა,” -ამბობს პოლიტოლოგი დოუდი.
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები კი ასეთია: ამერიკელებს სურთ კონგრესი წავიდეს დათმობაზე ვალის საკითხის გადაწყვეტისას და აქცენტი გააკეთოს სამუშაო ადგილების გაზრდასა და ამერიკის ეკონომიკის განვითარებაზე.
კომენტარი