სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

“ბორუსიამ” ბარიოსი ერთი თვით დაკარგა

გერმანიის მოქმედი ჩემპიონის, დორტმუნდის “ბორუსიას” პარაგვაელი თავდამსხმელი, ლუკაშ ბარიოსი ბუნდესლიგის 2011/12 წლების სეზონის სტარტს გამოტოვებს. ამის მიზეზი ბარძაყის კუნთის ტრავმაა, რომელიც ბარიოსმა კოპა ამერიკის ფინალში მიიღო.
ურუგვაისთან 0:3 წაგებულ შეხვედრაში, ბარიოსმა მხოლოდ 13 წუთი ითამაშა, მაგრამ არცთუ უმნიშვნელო ტრავმის მიღება მან მაინც მოასწრო.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბარიოსის მკურნალობას დაახლოებით 4 კვირა დასჭირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მას ბუნდესლიგის მინიმუმ 3 ტურის გამოტოვება მოუწევს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100