კვირიკაშვილი: "4 წლის შემდეგ აღდგენილი სამართლიანობის ქვეყანაში ვიცხოვრებთ"
პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, სამართლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე განაცხდა, რომ ეს ბრძოლა გაცილებით უფრო რთული აღმოჩნდა, ვიდრე „ქართული ოცნების“ გუნდს ეგონა.
„სამართლიანობის აღდგენა გაცილებით რთული აღმოჩნდა, ვიდრე ჩვენ ვფიქრობდით.
ჩვენ მოგვიწია უარი გვეთქვა ამ პრობლემის სესტემურად მოგვარებაზე. არ შევქმენით მექანიზმი, რომელიც ერთიან კონტექსტში განიხილავდა სამართლიანობის აღდგენის პროცესს.
მართალია, ჩვენ არ შევქმენით სისტემა, რომელიც სამართლიანობას მასობრივად აღადგენდა, მაგრამ თვალნათელია, რომ სასამართლოებში მიდგომები შეცვლილია.
სამართლიანობის აღდგენა ქვეყანაში კერძო დავების გზით მიმდინარეობს.
მე კარგად მახსოვს რა ხდებოდა 2007 წლიდან მოყოლებული. მე მაშინ ბანკირი ვიყავი და საბანკო სექტორში ვმუშაობდი. უამრავი სესხი გვაქვს გაცემული ვითომ „სამეურნეო მიზნით“, როდესაც ზუსტად ვიცოდი, რომ ფულს ადამიანებს ციხიდან გამოსაყვანად ვაძლევდით. ზოგი თავად იყო პატიმარი, ზოგის ძმა, ბიძაშვილი, ოჯახის წევრი....
სასამართლოში მიდგომა შეცვლილია და მჯერა, რომ 4 წლის შემდეგ აღდგენილი სამართლიანობის ქვეყანაში ვიცხოვრებთ.“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა ბიზნესმენებთან შეხვედრისას.
®
კომენტარი