სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დომენიკ სტროს–კანს ძველი ცოდვა გაუხსენეს

გაჭირვებულ კაცს ქვა აღმართში დაეწევაო. დომენიკ სტროს კანს ძველმა ცოდვებმა კიდევ შეახსენა თავი. სულ მცირე ხნის წინ, საფრანგეთის პრეზიდენტობის პერსპექტივის მქონე პოლიტიკოსს, ახალი ბრალმდებელი გამოუჩნდა. სავალუტო ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს თავი სამშვიდობოს რომ ეგონა, სწორედ ახლა, მისმა რეზონანსულმა საქმემ მოულოდნელი მიმართულება მიიღო. სტროს კანი, გაუპატიურების მცდელობაში, ფრანგმა ჟურნალისტმაც დაადანაშაულა.

შემთხვევა კი, ჟურნალისტის და მისი ადოკატის მტკიცებით, 2002 წლის თებერვალში მოხდა. ცნობილ პოლიტიკოსთან პარიზულ ბინაში 22 წლის რეპორტიორი, თავისი წიგნისათვის ინტერვიუს ჩასაწერად მივიდა. მოგვიანებით, მომხდარი ინციდენტის შესახებ, ინფორმაცია სატელევიზიო გადაცემაში გახმიანდა, თუმცა ცენზურამ სტროს კანის გვარი ამოჭრა. ინციდენტის შესახებ საფრანგეთში სრული დუმილი, დამლაგებელთან მომხდარ ინციდენტამდე იყო გამეფებული. შინაპატიმრობიდან ექსთავმჯდომარის გათავისუფლების შემდეგ, მის ფრანგულ პოლიტიკაში დაბრუნების შესახებაც კი დაიწყო საუბარი, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ჯერ ყველაფერი წინაა.

ბანონი დეტალების შესახებაც ჰყვება. მისი თქმით, სტროს–კანი თავს დაესხა, ჩამოახია ბიუსტჰალტერი და შეეცადა ჯინსები გაეხადა. ჟურნალისტი, რომელიც ოდესღაც სტროს–კანის ქალიშვილის, კამილას უახლოესი მეგობარი იყო, აცხადებს, რომ იძულებული გახდა, მასთან ბრძოლა დაეწყო. ეს ცუდად დასრულდა, ძალიან უხეშად – ყვება ქალბატონი. როდესაც ჩვენ ვიბრძოდით, მე წარმოვთქვი სიტყვა გაუპატიურება, თუმცა ამან მასზე არანაირი ეფექტი არ მოახდინა. მაშინ, ამ ფაქტის გახმაურებაზე უარის თქმა, ჟურნალისტს დედამ სთხოვა, რომელიც სოციალისტური პარტიის წევრია. დომენიკ სტროს–კანი ამ ახალ ბრალდებასაც კატეგორიულად უარყოფს.

მცირე ხნის წინ კი, საფრაგნეთში გამოქვეყნდა სოციოლოგიური გამიკითხვის შედეგები, რომელთა მიხედვითაც ფრანგების 51 პროცენტი დარწმუნებულია, რომ სტროს კანს არანაირი პოლიტიკური მომავალი აღარ აქვს. სავარაუდოდ, ეს სწორედაც ასეა. ახალმა ბრალდებამ კი, სავალუტო ფონდის ყოფილი თავმჯდომარე, შეიძლება, კვლავ ციხის საკანში დააბრუნოს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100