2015 წლის „SKYTRAX“-ის დაჯილდოებაზე, უამრავი ჯილდოს მფლობელმა ყატარის ავიახაზებმა მოიპოვა „წლის ავიახაზების“ საპატიო ტიტული.
ყატარის ავიახაზების ჯგუფის უფროსმა აღმასრულებელმა-მისმა ბრწყინვალებამ, ბატონმა აკბარ ალ ბაკერმა სამი უმაღლესი ჯილდო მიიღო პარიზის საავიაციო შოუზე.
ყატარის ავიახაზები დასახელებული იქნა „წლის ავიახაზებად“. კომპანიამ აღნიშნული ნანატრი ჯილდო უკვე მესამედ მოიპოვა.
ჯილდოები წარმოადგენს ავიახაზების სრული პასუხისმგებლობის აღიარებას საკუთარი მგზავრების წინაშე.
2015 წლის 16 ივნისი.
ლე ბურჟე, საფრანგეთი-ყოველწლიურ „Skytrax“-ის მსოფლიო ავიახაზების დაჯილდოებაზე, ყატარის ავიახაზებმა მოიპოვა სამი უმაღლესი დონის საავიაციო ჯილდო და მესამედ იქნა დასახელებული „წლის ავიახაზებად“. ზემოაღნიშნული ტიტულის რამოდენიმეჯერ მოპოვება საავიაციო კომპანიისათვის უმნიშვნელოვანეს მიღწევას წარმოადგენს.
„Skytrax“-ის ჯილდოების კატეგორიაში, „წლის ავიახაზების“ ტიტული წარმოადგენს ბრწყინვალე მომსახურების უზრუნველყოფის პასუხისმგებლობისა და თავდადების აღიარებას, ისევე როგორც, ყატარის ავიახაზების თითოეული მგზავრის უმაღლესი ხარისხის მგზავრობის გამოცდილების აღიარებას. აღნიშნული ჯილდო გულისხმობს იმ ხუთვარსკვლავიანი მომსახურების აღიარებას, რომლითაც ცნობილია ყატარის ავიახაზები. აღნიშნული ჯილდო დაემთხვა პერიოდს, რომლის განმავლობაშიც, ყატარის ავიახაზებმა მნიშვნელოვანი ზრდა განიცადა და უკანასკნელი 10 თვის განმავლობაში, მნიშვნელოვანი გაუმჯობესებები შეიტანა საკუთარ საჰაერო ფლოტში. ეს გულისხმობს აერობუსი A380-სა და აერობუსი A350-ის ექსპლუატაციაში გაშვებას.
„წლის ავიახაზების“ ტიტულის დამატებით, ყატარის ავიახაზებმა აგრეთვე ორი სხვა ჯილდოც მოიპოვა: „ბიზნეს კლასის ავიახაზების საუკეთესო სავარძელი“ და „საუკეთესო ავიახაზები შუა აღმოსავლეთში“-რომელიც ყატარის ავიახაზებმა უკვე მერვედ მოიპოვა.
„Skytrax“ მსოფლიო ავიახაზების დაჯილდოება, რომელიც დღეს ჩატარდა პარიზის საავიაციო შოუს ფარგლებში, ავიაციისა და კოსმოსის მუზეუმში(Musée de l'Air et de l' Espace), საყოველთაოდ ცნობილია, როგორც მგზავრების არჩევანის დაჯილდოების ცერემონიალი. მილიონობით მგზავრი მსოფლიოს 160 ქვეყნიდან, მონაწილეობას იღებდა მგზავრების კმაყოფილების დონის შეფასების გამოკითხვებში, 2015 წლის გამარჯვებულების გამოვლენის მიზნით.
ყატარის ავიახაზების ჯგუფის უფროსმა აღმასრულებელმა ოფიცერმა, მისმა ბრწყინვალებამ, ბატონმა აკბარ ალ ბაკერმა განაცხადა:
„ჩემთვის უდიდესი პატივია, ვუხელმძღვანელო ისეთ საავიაციო კომპანიას, რომელმაც ამდენად ბრწყინვალე გზა განვლო, რომლის ინოვაციური დამოკიდებულებაც, ნათლად ასახავს გუნდის შეუდრეკელ სიამაყეს საკუთარი სამუშაოს შესრულებისას და ჩვენი თითოეული მგზავრის გამოცდილებას. ჯილდოს მოსაპოვებლად აუცილებელია თავდადება და სიყვარული, ხოლო ასეთი წამყვანი პოზიციის შენარჩუნება მოითხოვს უდიდეს პასუხისმგებლობას, რისთვისაც მადლობას ვუხდი ყატარის ავიახაზების გუნდის თითოეულ წევრს.“
„ჩვენი მგზავრები ყოველთვის ყატარის ავიახაზების საქმიანობის ცენტრში იმყოფებიან და შესაბამისად, ძალიან გვეამაყება მათ მიერ გამოხატული ჩვენი აღიარება და „Skytrax“-ის ამ სამი ჯილდოს მიღება.“
„აღნიშნული ჯილდოები ასახავს ჩვენი მგზავრების კმაყოფილებას; ისინი არჩევენ ხუთვარსკვლავიანი ავიახაზებით ფრენას, ხოლო დღეს, მათ უკვე მესამედ დაასახელეს ყატარის ავიახაზები, როგორც „მსოფლიოს საუკეთესო ავიახაზები“.
„ყატარის ავიახაზები ძალისხმევას არ იშურებს იმისათვის, რომ საკუთარი მგზავრები საუკეთესო მგზავრობის გამოცდილებით უზრუნველყოს მთელი ჩვენი გლობალური ქსელის მასშტაბით, რომელიც მოიცავს 147 დანიშნულებას. კომპანიის მისწრაფებას წარმოადგენს თითოეული ჩვენი მგზავრის უზრუნველყოფა მაღალი ხარისხის მომსახურებებით.“
ყატარის ავიახაზებში დაინერგა მნიშვნელოვანი უახლესი გაუმჯობესებები, მათ შორის: მსოფლიოს უდიდესი ბიზნეს კლასის ლაუნჯის (დასასვენებელი ოთახის)-„ალ მურჯანის“ გახსნა, ჰამადის საერთაშორისო აეროპორტში, დოჰაში; ავიახაზების ფრენისშიდა გასართობი სისტემის სრული განახლება, Oryx One, და ახლად დანერგილი კომფორტის ნაკრებები ყველა კლასის მგზავრებისათვის; ახალი საბორტო მენიუები, რეგისტრაციის პროცესში შეტანილი გაუმჯობესებები და მრავალი სხვა.
ყატარის ავიახაზების თანამედროვე საჰაერო ფლოტი გამოფენილია 2015 წლის პარიზის საჰაერო შოუზე. კომპანია უზრუნველყოფს საკუთარი, უკანასკნელი თაობის ავიაციის საუკეთესო ნაწილის ჩვენებას, ხუთი საჰაერო ხომალდის გამოფენით, ესენია: აერობუსი A380, A350 XWB, A320 და A319 და ბოინგი „787 Dreamliner“.
ყატარის ავიახაზები, ხუთვარსკვლავიანი გადამყვანი კომპანია, წარმოადგენს მსოფლიოში ერთერთ სწრაფად მზარდ ავიახაზებს. ყატარის ავიახაზების 160 საჰაერო ხომალდი დაფრინავს 147 ძირითადი ბიზნეს და დასასვენებელი დანიშნულებების მიმართულებით, ექვსივე კონტინენტის მასშტაბით.
ყატარის ავიახაზები, ყატარის სახელმწიფოს ეროვნული გადამყვანი კომპანია, წარმოადგენს მსოფლიოს ერთერთ სწრაფად მზარდ ავიახაზებს. ყატარის ავიახაზებს გააჩნია 160 საჰაერო ხომალდისაგან შემდგარი თანამედროვე საჰარო ფლოტილია, რომლებიც დაფრინავს 147 ძირითადი ბიზნეს და დასასვენებელი დანიშნულებების მიმართულებით, ექვსივე კონტინენტის მასშტაბით. ყატარის ავიახაზები წარმოადგენს „ერთი მსოფლიოს“ გლობალური ალიანსის წევრს. ჯილდოს მფლობელი ალიანსი ნომინირებული იქნა, როგორც „2014 წლის მსოფლიოს საუკეთესო ავიახაზების ალიანსი“ „Skytrax“-ის მიერ, ზედიზედ ორი წელიწადის განმავლობაში. ყატარის ავიახაზები წარმოადგენდა პირველ გადამყვან კომპანიას, რომელიც შეუერთდა გლობალური ავიახაზების ალიანსს-„ერთი მსოფლიო“-ს და ამით საკუთარ მგზავრებს მისცა შესაძლებლობა, ესარგებლათ 150-ზე მეტ ქვეყანაში არსებული 1,000-ზე მეტი აეროპორტით, 14,250 ყოველდღიური ფრენებით.
უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში, ყატარის ავიახაზებმა გამოუშვა Oryx One. ეს არის გაუმჯობესებული ინტერფეისი, კომპანიის ფრენისშიდა გასართობი სისტემისათვის, რომელმაც 950-დან 2,000-მდე გაზარდა ბორტზე ხელმისაწვდომი ფილმებისა და სატელევიზიო შოუების რაოდენობა. მგზავრებს, რომლებიც სარგებლობენ ყატარის ავიახაზების ფრენებით, რომლებსაც ემსახურება საჰაერო ხომალდები B787, A350, A380, A319 და A330, აგრეთვე შეუძლიათ კავშირის შენარჩუნება მთელი მსოფლიოს მასშტაბით მყოფ საკუთარ მეგობრებსა და ოჯახის წევრებთან, ხუთვარსკვლავიანი ავიახაზების საბორტო უსადენო ინტერნეტისა (Wifi) და GSM მომსახურების გამოყენების მეშვეობით.
კომენტარი