სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

10 „პანღური“ რომლებიც წარმატებისკენ სწრაფვას გაიძულებთ

დინებას მიყვებით და თქვენი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისთვის ბრძოლის დაწყებას სახვალიოდ დებთ? გთავაზობთ ფსიქოლოგების რჩევებს, რომლებიც თქვენს ტვინსა და პატივმყოვარეობას ისეთ „პანღურებს მოსცხებს“ რომ აქტიურ მოქმედებაზე გადასვლა მოგინდებათ.

გაანალიზეთ თქვენი დღევანდელი ცხოვრება, დაფიქრდით რა გელით სიბერეში თუ ასე გააგრძელებთ ყოფას.

დააკვირდით მოხუცებს, რა აცვიათ, როგორ საუბრობენ, როგორ ცხოვრობენ, გინდათ ასეთი სიბერე?

გაატარეთ ერთი თვე თქვენი მიზნის ატმოსფეროში. უყურეთ ფილმებსა და ტელეგადაცემებს მდიდრების შესახებ, მოინახულეთ ადგილები რომლებიც მხოლოდ „მსუქანი საფულის“ პატრონებისთვის არის ხელმისაწვდომი, გაიარეთ ძვირადღირებულ მაღაზიებში, წაიკითხეთ წიგნები ძლიერი და წარმატებული ადამიანების შესახებ. მოკლედ რომ ვთქვათ გაიგეთ რა კარგია იყო მდიდარი.

გაანალიზეთ თქვენი მეგობრები, თანაკლასელები, თანატოლები, ოღონდ მხოლოდ ისინი ვინც წარმატებულები არიან. ნუთუ თქვენ გინდათ იყოთ მათგან განსხვავებული და წარუმატებელი?

შეადგინეთ თქვენი სურვილების სია - თუ შესაძლებელია დაურთეთ ფოტოები, მიაწერეთ ყველა მათგანს ფასი. დაითვალეთ მათი საერთო ღირებულება, შეადარეთ თქვენს ხელფასს და გაიაზრეთ რამდენი ცხოვრება დაგჭირდებათ მათ მისაღებად თუ ასე გაარძლებთ ცხოვრებას.

დაითვალეთ თქვენი ფინანსები - რამდენ ხანს გეყოფათ ეს ფული ფორს მაჟორის რეჟიმში? თუ პასუხი 20 წელიწადზე ნაკლებია, მაშინ თქვენ ცვლილებებზე უნდა დაფიქრდეთ.

მოაგროვეთ თანხა იმისათვის, რომ 2-3 თვის განმავლობაში იცხოვროთ ფუფუნებით, დაისვენოთ, იყიდოთ ძვირადღირებული ნივთები, დატკბით ამ ფულის ხარჯვით, დაივიწყეთ პრობლემები. იცხოვრეთ ეს პერიოდი საოცნებო ცხოვრებით და შემდეგ ჰკითხეთ თქვენს თავს ნუთუ არ გსურთ ასეთი ყოფა სიკვდილამდე?

მოძებნეთ თქვენს ქალაქში შეზღუდული უნარების ან ჯანმრთელობის პრობლემის მქონე, მაგრამ წარმატებული ადამიანები, დაელაპარაკეთ მათ. თუ გეზარებათ მათი მოძებნა, მაშინ ინტერნეტში უყურეთ ვიდეოებს, სადაც ნახავთ ფიზიკური დეფექტის მქონე ადამიანებს, რომლებმაც სპორტში მწვერვალები დაიპყრეს. მათ ეს გააკეთეს, მათ ეს შეძლეს, თქვენ რა გიშლით ხელს?

დაინტერესდით წარმატებული ადამიანებით, გაიგეთ რას გრძნობდნენ ისინი მიზნის მიღწევის შემდეგ, ასე თქვენ გამარჯვების გემოს გაიგებთ და მოგინდებათ გამოსცადოთ საკუთარ თავზე.

გახდით ხშირი სტუმარი იმ ადგილებისა სადაც თქვენი ქალაქის ელიტა იკრიბება - გამოფენები, ტრენინგები, კლუბები, რესტორნები და ა.შ. დაიწყეთ ურთიერთობა მათთან ვინც თქვენზე უფრო წარმატებულია.

ფსიქოლოგთა განცხადებით ზემოაღნიშნული 10 პუნქტიდან 3-ის შესრულების შემდეგ თქვენ მიხვდებით რა გსურთ. ათივეს შესრულების შემდეგ კი მოქმედებას დაიწყებთ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100