სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

აი თურმე რამდენი შეუძლია კარგ ცოლს

ცნობილი ფაქტია, როდესაც მამაკაცს გვერდით ჰყავს ნამდვილი ქალი ეს მის ცხოვრებასა და კარიერაზე დადებით გავლენას ახდენს.

სხვა მრავალი დადებითი ეფექტების გარდა ფსიქოლოგებმა კარგი ცოლის კიდევ 5 მნიშვნელოვანი და შეუიარაღებელი თვალით უხილავი პლიუსი აღმოაჩინეს.

კარგი მეტყველება - თუ ცოლი დელიკატურად ესაუბრება და ურთიერთობს ქმარს, მამაკაცი საკუთარი მეორე ნახევრის საუბრის მანერას თავადაც ბაძავს, რაც კაცისთვის კოლეგებისა და ნაცნობების მხრიდან მისდამი კარგი დამოკიდებულების ერთ-ერთი მიზეზი ხდება.

შრომისუნარიანობა - თუ სახლში მშვიდი ატმოსფეროა, რომელიც მამაკაცს საშუალებას აძლევს მოდუნდენს და დაისვენოს, კაცს უუმჯობესდება მეხსიერება, ლოგიკა, ფსიქიკის ფუნქციები, რაც საბოლოო ჯამში ცვლის მის საზოგადოებრივ სტატუსს.

გონიერება - თუ ქალი ქმრის ნებას ემორჩილება, ეს მამაკაცს უფრო გონიერს ხდის, რადგან მას უწევს გადაწყვეტილებების მიღება დამოუკიდებლად და თანაც ორი ადამიანისთვის.

მიზანდასახულობა - თუ ცოლი იღებს ქმრის ცხოვრებისეულ ინტერესებს, კაცი ხდება უფრო მიზანდასახული და მას უჩნდება დამატებითი შესაძლებლობები მიზნის მისაღწევად. თუ პირიქით ხდება და ქალს ქმრის ინტერესები სისულელედ მიაჩნია, მაშინ კაცს საკუთარი მიზნების მიღწევა უჭირს.

მოთმინება - თუ ქალი კაცის ნაკოლოვანებებს მოთმინებით ეკიდება, მაშინ ქმარი მისგან მაგალითს იღებს და თავადც ხდება მომთმენი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100