პრინცმა უილიამმა კრიმინალებისა და სტრიპტიზიორების ოჯახის წევრი შეირთო
სიყვარული, რომ ბრმაა, ამაში არაერთი შეყვარებული წყვილი დარწმუნებულა. პრინცი უილიამი სწორედ მათ კატეგორიაში მოხვდა. მიუხედავად იმისა, რომ უილიამი, ქეით მიდლტონს დაახლებით 8 წელია იცნობს, როგორც ჩანს, ვერც ისე კარგად გაიცნო, როგორც ეს საჭიროა მომავალი მეუღლისთვის. სწორედ ქორწინებამდე გასაიდუმლოებული ფაქტები გახდა, სამეფო წყვილის მორიგი ჩხუბის მიზეზი.
კეიტმა გადაწყვიტა მეუღლესთან გულახდილი ყოფილიყო. მიდლტონი დაჯდა და მეუღლეს ამცნო, რომ მისი ბიძაშვილი კატრინა დარლინგი სტრიპტიზიორია, ბიძამისი გერი გოლდსმიტი კარგა ხანია ნარკოტიკების მომხმარებელია და ციხეშიც იჯდა, ხოლო კეიტის ძმა ცნობილი დებოშიორია და სამეფო ქროწილის დროს მორგ აურზაურს ტეხდა ბარში. კეიტის და 17 წლიდან სტრიპტიზის ცეკვითაა დაკავებული და მის შოუს აურაცხელი ფანიც ჰყავს.
არავის დაუნახავს პრინცის ემოცია, მუღლის ამ აღიარებაზე, თუმცა უილიამი კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ სიყვარული ბრმაა.
კომენტარი