საპროტესტო აქცია პარლამენტთან
ზესტაფონელი მოვაჭრეები ქუთაისში, პარლამენტის შენობის წინ აქციების გამართვას განაგრძობენ. აქციის მონაწილეები ბაზრის კერძო ინვესტორებზე გასხვისებას აპროტესტებენ, რის გამოც პარლამენტის დეპუტატებთან შეხვედრას და მთავრობისგან დაუყოვნებლივ დახმარებას ითხოვენ.
ზესტაფონის საკოლმეურნეო ბაზრის მოვაჭრეებს ახალ სავაჭრო ცენტრში გადასვლისკენ მოუწოდებენ, თუმცა აქციის მონაწილეთა თქმით, ისინი ძველი სამუშაო ადგილების დატოვებას არ აპირებენ.
კომენტარი