ნასა: მარსზე სიცოცხლე იყო
მარსზე სიციცხლე არსებობდა-აღნიშნულ განცხადებას ნასა აკეთებს. ეს დასკვნა სპეციალუი ანალიზის ჩატარების შემდეგ იქნა გაკეთებული.
მეცნიერები ირწმუნებიან, რომ შორეულ წარსულში მარსზე დედამიწის ბინადართა სიცოცხლისთვის აუცილებელი პირობები არსებობდა, რადგან სპეციალური მოწყობილობის „Curiosity“-ის მეშვეობით წითელ პლანეტაზე, გოგირდი, აზოტი, ფოსფორი, წყალბადი, ჟანგბადი და წყალბადი იქნა აღმოჩენილი. რაც მეცნიერთა განმარტებით იმის დასტურია, რომ წარსულში მარსზე იყო წყალი და შესაბამისად სიცოცხლეც.
ნასას მკვლევარები იმასაც აცხადებენ, რომ პლანეტის იმ მონაკვეთზე სადაც ზემოაღნიშნული ნივთიერებები იქნა აღმოჩენილი წარსულში მარილიანი ტბა იყო, თუმცა რამდენი წელია გასული ტბის დაშრობიდან ამის დადგენა ჯერჯერობით სირთულეს წარმოადგენს.
კომენტარი