სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

4 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი აქტიური მომოწერის, მიმოსვლების (ახალი მარშრუტების აღმოჩენის), შეხვედრების დღეა. ახალი იდეები კოლეგებთან ერთად განიხილეთ, მაგრამ განხორციელებას ნუ იჩქარებთ.

კურო
ნუ მიიღებთ და ენდობით გადაუმოწმებელ ინფორმაციას. გამონახეთ დრო და გაეცანით მოდის ტენდენციებს. ზოგიერთმა შეიძლება სუნამოს, ტექნიკის შეცვლა გადაწყვიტოს.

ტყუპი
საქმეების წარმატება თქვენს აქტიურობაზეა დამოკიდებული. კარგი დღე ელით ბიზნესმენ და სპორტსმენ ნიშნებს. მეტი დრო დაუთმეთ წარსულში დაშვებული შეცდომების გამოსწორებას.

კირჩხიბი
კონტაქტების, სწავლის, გადაადგილებების დღეა. არ დაკარგოთ დრო და ჩაეწერეთ ახალ კურსებზე. გაერკვიეთ ტექნიკურ და საკომუნკაციო სფეროებში. ჩამოწერეთ იდეების განხორციელების ორიგინალური გზები.

ლომი
შთაბეჭდილებებისა და საინტერესო მოვლენების დღეა. ეცადეთ, არ გახდეთ ინტრიგების მსხვერპლი. სათქმელი პირდაპირ და ყველასთვის გასაგებად თქვით.

ქალწული
გაფრთხილდით, რათა არავინ გამოგიყენოთ თავის საქმეების მოსაგვარებლად. წაიკითხეთ წიგნები, გაეცანით სიახლეებს, შეადრეთ სხვადასხვა მოსაზრება.

სასწორი
ფიზიკური და გონებრივი აქტიურობის დღეა. პარტნიორები თქვენგან გაბედულ ქმედებას ელიან. თუ საკუთარი სტილის ძიებაში ხართ,

გადახედეთ ცნობილ, არაორდინარულ ადამიანებს.

მორიელი
ყოველი მომდევნო ნაბიჯი გააზრებულად გადადგით. კვალიფიკაცია რომ აიმაღლოთ, დააკვირდით ოსტატებს და დაეყრდენით მათ გამოცდილებას. სიფრთხილე გმართებთ ხელშეკრულების გაფორმებისას. ნუ ენდობით გადაუმოწმებელ ინფორმაციას.

მშვილდოსანი
თანამშრომლობის, დისკუსიების, საზოგადოების წინაშე სიტყვით გამოსვლის დღეა. თუმცა, გაფრთხილდით, თქვენმა უკმეხმა ხუმრობამ საქმე, ურთიერთობა არ გაგიფუჭოთ. დააკვირდით, შეიძლება ზოგიერთი პარტნიორი ნდობას არ იმსახურებს.

თხის რქა
ფიზიკურად აქტიური დღე გელით. განსაკუთრებით, ინფორმატიკის, ტექნიკის სფეროში მომუშავეებს. მოერიდეთ ჭორებსა და ინტრიგებს. იყავით დაკვირვებული დეტალებისადმი.

მერწყული
წარმატება ელით ენერგიულ და თამამ ნიშნებს. მეტად გამოავლინეთ თქვენი ინტელექტუალური შესაძლებლობები. გააუმჯობესეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან.

თევზები
კარგი დღეა მცირე სარემონტო სამუშაოების შესასრულებლად. საქმეები წინასწარ შეათანხმეთ ოჯახის წევრებთან. საღამოს ახლობლებს, მეგობრებს ესტუმრეთ. თუ სახლიდან გასვლა არ გინდათ, მათ ვირტუალურად შეეხმიანეთ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100