“ტყეში წაიყვანა და ხელები ნაჯახით მოაჭრა“ - ნახეთ რა სასტიკად მოექცა ქმარი ცოლს
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსეთს 370,000 ევროზე მეტის გადახდა დაეკისრა ქალისთვის, რომელსაც ქმარმა ხელები მოკვეთა, - ამის შესახებ BBC წერს. სასამართლომ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ სახელმწიფომ ვერ შეძლო ქალის დაცვა ოჯახური ძალადობისგან და მოუწოდა რუსეთს, მყისიერად განახორციელოს ცვლილებები მსგავსი ფაქტების პრევენციისთვის. მარგარიტა გრაჩიოვა ქმარმა 2017 წელს ტყეში წაიყვანა და ხელები ნაჯახით მოაჭრა. ქალის მარცხენა ხელი ტყეში იპოვეს და უკან მიაკერეს, მარჯვენა ხელის პროთეზის ფული კი, საქველმოქმედო კამპანიით, ადამიანების ფინანსური დახმარებით შეგროვდა. ირკვევა, რომ ქალმა იქამდე არაერთხელ მიმართა სამართალდამცველებს და ქმრის აგრესიული ქმედებების შესახებ აცნობა, თუმცა, მის საჩივრებზე რეაგირება არ ყოფილა. მისი უკვე ყოფილი ქმარი, დიმიტრი გრაჩევი ციხეშია და 14-წლიან საპატიმრო სასჯელს იხდის. 2017 წელს ვლადიმერ პუტინმა ოჯახში ძალადობისთვის სასჯელი შეარბილა - დოკუმენტის მიხედვით, თუ დაზარალებული ჰოსპიტალიზებული არაა, დანაშაული სისხლის სამართლის საქმედ აღარ განიხილება.
კომენტარი