სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

აი რას წერენ ცნობილი ქართველები ზოოპარკის დირექტორის მიერ პასუხისმგებლობის აღებაზე

ზოოპარკის დირექტორის დაკითხვის ფაქტსა და მის მიერ პასუისმგებლობის საკუთარ თავზე აღებას სოციალურ ქსელში გამოხმაურება მოჰყვა, მოქალქეები პროტესტს გამოთქვამენ.

გთავაზობთ რამდენიმე პოსტს, რომლებიც აღნიშნულთან დაკავშირებით საზოგადოებისთვის ცნბილმა სახეებმა გააკეთეს.

ირმა ნადირაშვილი: ზოოპარკის დირექტორი კი არა ჯანელიძე და ღარიბაშვილი წაათრიეთ დაკითხვაზე! მათი პასუხისმგებლობაა ეს მსხვერპლი. თითს ვერ დააკარებთ ზოოპარკის დირექტორს

ხატია სიჭინავა: არაფერი არ არის თქვენი ბრალი და თუ საჭირო გახდა გვერდზე დაგიდგებით.

ნანუკა ჟორჟლიანი: პოლიციის შენობის დატოვების შემდეგ, ზოოპარკის დირექტორმა მომხდარი თავის თავზე აიღო. ორი დღე რომ ხალხი რეკავდა 112-ში , ვეფხვი ვნახეთო, ხალხი ვიდეოებს რომ ავრცელებდა ფბზე და რეაგირება არ იყო, ან დაგვიანებული იყო, ან მაშველები პასუხობდნენ ჩვენ რა ვქნათო?! ზოგი გვძინავსო, ისიც ამ კაცის ბრალია ბატონო პრემიერ მინისტრო?! თქვენ, რამეზე ამ ქვეყანაში პასუხისმგებლობას იღებთ?! თუ არა მოქალაქეების უსაფრთხოებაზე, აბა რაზე იქნებ გვითხრათ! ხო, უცებ პინგვინი გამახსენდა და ზებრა. ვნერვიულობთ და იქნებ გვითხრათ, რაც მთავარია ისინი ხო არიან კარგად მათი პატრონის ხელში!

თამარ ჩერგოლეიშვილი: დიდი ეჭვი მაქვს რომ ზოოპარკის დირექტორი მუქარის ქვეშაა. ეს ადამიანი არის სტიქიის და ამაზრზენი ხელისუფლების მსხვერპლი და მას თანადგომა სჭირდება - გაკიცხვა არა.

ნიკა გვარამია: საქართველოს ხელისუფლებამ მოახერხა ის, რომ ზოოპარკის დირექტორისგან, რომელიც მთელ ამ ისტორიაში ყველაზე სიმპატიურად გამოიყურებოდა, შექმნა ყველაზე დიდი საფრთხობელა და მთავარი ანტიგმირი. მოხერხება ხომ უნდოდა ამას?!

სოფო ტოროშელიძე: მე ვარ ძალიან წინააღმდეგი რომ ზოოპარკის დირექტორმა თავის თავზე აიღოს ყველაფერი და ციხეში წავიდეს სრულიად უდანაშაულოდ!!! არაფერი არ არის ამ ადამიანის ბრალი!!!

გიგა ნასარიძე: ამ სიტუაციაში ზოოპარკის დირექტორს საზოგადოების მხარდაჭერა ჭირდება

მაია დარსმელიძე: ვის ახოცავთ ხელებს??? ამ ადამიანის პატიოსნებით და კეთილსინდისიერებით სარგებლობა არის არაადამიანობა!!!! მოქალაქეების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი არის მთავრობა და არა ზოოპარკი!

ნოე სულაბერიძე: ზოოპარკის დირექტორს ამ სტრესის ფონზე საღი აზრი არც უნდა მოეკითხებოდეს, სპეციალურად შექმნილი კრიზისების მართვის გუნდისგან განსხვავებით! გაეშვით ამ კაცს, ცოდოა, დააწვინეთ ჯობია!

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100