სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქართველმა მკლავჭიდელებმა მსოფლიო ჩემპიონატზე 6 მედალი მოიპოვეს

საქართველოს მკლავჭიდელთა ნაკრებმა 2 ოქროს, 2 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ბრაზილიაში გამართულ მკლავჭიდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე.

მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს ყველაზე პრესტიჟულ - 110 კგ. წონით კატეგორიაში - გენადი კვიკვინია დაეუფლა, რომელმაც 2 ოქროს მედალი აიღო მემარჯვენებსა და მემარცხენეებს შორის.

დიდებს შორის ვერცხლის მედალი 75 კგ. წონით კატეგრიაში ნიკოლოზ მათიაშვილმა (მარჯვენა მკლავი) მოიპოვა, ამავე წონით კატეგორიაში ბრინჯაო აიღო ჯაბა გეთიაშვილმა (მარცხენა მკლავი).

ახალგაზრდებს შორის საქართველოს 2 მედალი მოუტანა გურამ აბულაშვილმა, 65 კგ. წონით კატეგორიაში აბულაშვილმა მემარცხენეებს შორის ვერცხლის მედალი აიღო, მემარჯვენეებს შორის კი ბრინჯაო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100