სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნათია თურნავამ კომენდანტის საათის მოხსნასთან დაკავშირებით ახალი ინფორმაცია გააჟღერა

ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით ახალი ინფორმაცია გააჟღერა.

მისი თქმით, მთავრობა ორი კვირის შემდეგ ინფიცირების დადებითობის მაჩვენებელს გადახედავს და ამის მიხედვით მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ უახლოესი ორი კვირის შემდეგ, როდესაც ჩვენ კიდევ ერთხელ გადავხედავთ დადებითობის მაჩვენებელს, რომელიც დღეს მაღალია, მაგრამ გვაქვს მოლოდინი, რომ შემცირდება, შევძლებთ, რომ გარკვეული შემსუბუქებები გავაკეთოთ. ეს ყველაფერს შეეხება ერთობლივად“, – განაცხადა თურნავამ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100