სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მარგველაშვილმა თეთრ სახლში ბირთვული უსაფრთხოების სამიტის მონაწილეებს სიტყვით მიმართა

საქართველოს პრეზიდენტმა თეთრ სახლში ბირთვული უსაფრთხოების სამიტის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

„ჩემთვის დიდი პატივია სიტყვით მივმართო ბირთვული უსაფრთხოების სამიტს, რომელმაც ერთად შეკრიბა გამოჩენილი სახელმწიფო ლიდერები, რათა შეიქმნას სტაბილური მსოფლიო წესრიგი, ერთიანობისა და ძლიერი საერთაშორისო თანამშრომლობის გზით.

ბატონო პრეზიდენტო, თქვენ საფუძველი ჩაუყარეთ მნიშვნელოვან დისკუსიებს, რომელიც ხელს უწყობს ჩვენს ძალისხმევას გავაძლიეროთ გლობალური ბირთვული უსაფრთხოება.

ჯერ კიდევ სახეზეა მრავალი მნიშვნელოვანი გამოწვევა გარემოს დაცვის მიმართულებით, მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების კუთხით.

არ არის საიდუმლო, რომ ზოგიერთმა ტერორისტულმა ჯგუფებმა უკვე აჩვენეს მწვავე ინტერესი მასობრივი განადგურების იარაღით მსოფლიოს დატერორების შესახებ.

თეორიულად რომ ვთქვათ, ტერორისტებმა შეიძლება უკანონოდ მოიპოვონ ბირთვული იარაღი და ტექნოლოგიები. აქედან გამომდინარე, ერთ დღეს, ბირთვული ტერორიზმის საფრთხემ შესაძლოა, საკმაოდ მკაფიო ფორმები შეიძინოს.

ჩვენ გვჯერა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე მდგარი ძირითადი გამოწვევები კომბინირებული ძალისხმევით უნდა დაიძლიოს.

იმისათვის, რომ ეფექტიანად ავიცილოთ თავიდან ტერორისტების მიერ მასობრივი განადგურების იარაღის მოპოვება, ჩვენ ვალდებულნი ვართ გავაძლიეროთ არსებული უსაფრთხოების არსებული არქიტექტურა.

როგორც ჩანს, ამ მიზნების მიღწევა შესაძლებელია. ამ მხრივ, საერთაშორისო შეთანხმებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება საერთაშორისო საზოგადოებამ პრიორიტეტად უნდა აქციოს.

საქართველომ მიიღო ახალი კანონი „სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის შესახებ“, რომელმაც სტრატეგიული ექსპოტის კონტროლის შესახებ საქართველოს კანონმდებლობა გაუთანაბრა ევროპულ სტანდარტებს.

ამავდროულად, ჩვენ მივიღეთ ახალი კანონი „რადიოაქტიური ნარჩენების შესახებ“ და გავაძლიერეთ სახელმწიფო კონტროლი ბირთვულ და რადიაციულ დაცულობასა და უსაფრთხოებაზე. საქართველომ ასევე ჩამოაყალიბა ახალი სახელმწიფო სტრუქტურა - სააგენტო რადიოაქტიული ნარჩენების მართვის სააგენტო, რომელიც ცენტრალიზებული შენახვისა და განკარგვის მიმართულებით მუშაობს. ატომური ენერგიის საერთაშოსიო სააგენტოსთან შეთანხმების შესაბამისად დავამტკიცეთ 2015-2019 წლების ბირთვული დაცულობის მხრდაჭერის ინტეგრირებული გეგმა და მივიღეთ ქიმიური, ბიოლოგიური რადიაქტიული და ბირთვული რისკების შემცირების ეროვნული სტრატეგია და სამეოქმედო გეგმა.

და რაც მთავარია, როგორც გათვალისწინებული იყო 2014 წლის ბირთვული უსაფრთხოების სამიტის კომუნიკეში, ჩვენ განვახორციელეთ მაღალგამდიდრებული ურანისა და რეპატრირებული მაღალი გამდიდრებული ურანის რეპატრიაცია აშშ-ისა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ძლიერი მხარდაჭერით. აქედან გამომდინარე, დღეს მე წარმოვადგენ საქართველოს, როგორც არაბირთვულ სახელმწიფოს.

თუმცა, მასობრივი განადგურების იარაღთან დაკავშირებული მასალისა და ტექნოლოგიების გავრცელება, კვლავ რჩება მნიშვნელოვანი შეშფოთების საგნად საქართველოსათვის. გავრცელების მაღალი რისკის რეგიონებთან საქართველოს გეოგრაფიული სიახლოვის გათვალისწინებით, საქართველოს მზარდი სატრანზიტო პოტენციალი შესაძლოა გახდეს გაზრდილი ინტერესის სფერო გარკვეული საერთაშორისო კრიმინალური ჯგუფებისათვის.

მეტიც, ამ თვალსაზრისით, ნება მომეცით დავამატო, რომ რეგიონული და გლობალური ბირთვული უსაფრთხოება შესაძლოა არსებითად დაზარალდეს შესაბამისი კონტროლის მექანიზმების განთავსებისა და საერთაშორისო [დამკვირვებლების] ჩართულობის გარეშე.

საქართველოს იმ ტერიტორიებზე - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, რომელიც რუსეთის მხრიდან მიმდინარე ოკუპაციის გამო, ამჟამად საქართველოს ლეგიტიმური ცენტრალური ხელისუფლების ეფექტიანი კონტროლის მიღმა რჩება და, სადაც საერთაშორისო კონტროლის მექანიზმები არ ვრცელდება.

უფრო კონკრეტულად, ბოლო წლებში, ჩვენ გვქონდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან ბირთვული და რადიოაქტიული მასალის კონტრაბანდის რამდენიმე დაფიქსირებული შემთხვევა, რაც კიდევ უფრო აძლიერებს საფრთხეს.

მინდა კიდევ ერთხელ დავადასტურო მზადყოფნა ღია და კონსტრუქციული თანამშრომლობისათვის, რომელიც მიზნად ისახავს რეგიონში უსაფრთხოების გაძლიერებას და უარყოფითი ეფექტების შემცირებას“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100