სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რუსული ჯარები პერევს დატოვებენ

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის გრიგორი კარასინის განცხადებით, რუსული ჯარი ოკუპირებულ პერევს უახლოეს დღეებში დატოვებს.
ფდგჰკლფლჰ;'ჰლ;'
აღნიშნული განცხადება გუშინ ჟენევაში გამართულ კონსულტაციებზე გაკეთდა.
"რუსეთის ფედერაცია უახლოეს ხანებში სოფელ პერევში, რომელიც სადაო გეოგრაფიულ ტერიტორიად მიიჩნევა, სასაზღვრო საგუშაგოს გააუქმებს". ეს ნაბიჯი რუსული მხარის კეთილი ნების გამოხატულებაა, მაგრამ იგივე ნაბიჯი ქართული მხარისთვის თავშეკავებისა და კეთილგონიერების გამოცდაც არის", – აღნიშნა კარასინმა.
ფდგჰკლფლჰ;'ჰლ;'
მისი თქმით, როცა რუსი მესაზღვრეები გავლენ, `სამხრეთ ოსეთის საზღვარი სრულად იქნება გაფორმებული და ამ რესპუბლიკის ტერიტორიასაც, ორმხრივი შეთანხმებების საფუძველზე, მთლიანად რუსი მესაზღვრეები გააკონტროლებენ”.
ფდგჰკლფლჰ;'ჰლ;'
"ვერავინ იტყვის ცალკეულ მესაზღვრეზე, რომ ისინი საქართველოს ტერიტორიაზე არიან", – განმარტა მან.
ფდგჰკლფლჰ;'ჰლ;'
ჟენევაში მყოფი ქართული დელეგაციის წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ რუსულ მხარეს პერევიდან ჯარის გაყვანის ვალდებულება დიდი ხნით ადრე უნდა შეესრულებინა და ეს არის პირველი ნაბიჯი საქართველოს დეოკუპაციის გზაზე.
ფდგჰკლფლჰ;'ჰლ;'
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი 2010 წლის 16 დეკემბერს გაიმართება. ეს განცხადება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ, რუსული დელეგაციის ხელმძღვანელმა გრიგორი კარასინმა გააკეთა.
ფდგჰკლფლჰ;'ჰლ;'
მისივე თქმით, მოლაპარაკებათა ჩატარებული რაუნდი რთული იყო, მაგრამ "ეს მაინც წინ გადადგმული ნაბიჯია". მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ მოლაპარაკებათა ამ რაუნდში მონაწილეობას აუცილებლად მიიღებენ აფხაზი და ოსი სეპარატისტები. მათ მოლაპარაკებათა უკვე ჩატარებულ რაუნდზე პროტესტი გამოხატეს გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციაზე, რომელიც აფხაზეთიდან და ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან ქართველი დევნილების დაბრუნებას შეეხება და მათ ქონებრივ უფლებებს აღიარებს.

"ყურადსაღებია, სამხრეთ ოსეთის დელეგაციის მიერ მოლაპარაკებებზე წარმოდგენილი ინიციატივა, რომლებმაც განაცხადეს, რომ ისინი მზად არიან 2008 წელს სამხრეთ ოსეთის ტერიტორიიდან დევნილი ქართული მოსახლეობის დაბრუნებას შეუწყონ ხელი. ისინი აცხადებენ, რომ სამხრეთ ოსეთი მრავალეროვანი სახელმწიფოა და იქ ცხოვრების უფლება ქართველებსაც აქვთ. ეს პოზიტიური სიგნალია", - განაცხადა გრიგორი კარასინმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100