სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვენეციის კომისიის კრიტიკული დასკვნა - "ოცნებაში" ერთმანეთის მიყოლებით ირწმუნებიან, რომ დოკუმენტი არ წაუკითხავთ

ირაკლი ღარიბაშვილის მიერ შექმნილი ანტიკორუფციული საბჭო ვენეციის კომისიამ კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა - მთელი "ქართული ოცნება" ვენეციის კომისიის დასკვნაში დადებით შეფასებებს ეძებს, თუმცა უშედეგოდ. ვერცერთი სიტყვა და ვერცერთი წინადადება, როგორც ჩანს, დოკუმენტში მმართველმა პარტიამ ვერ იპოვა, ამიტომ შალვა პაპუაშვილის შემდეგ, ახლა "ოცნებაშ" ერთმანეთის მიყოლებით ირწმუნებიან, რომ დოკუმენტი არ წაუკითახავთ.

აღნიშნული ბიუროს შექმნის საკითხი დადგა მას შემდეგ, რაც 12 რეკომენდაცია იქნა განსაზღვრული. ეს იყო უაღრესად გამჭვირვალე პროცესი მისი ხელმძღვანელის შერჩევის, შემდეგ უკვე ნომინირების პროცესი. ყველას ჰქონდა შესაძლებლობა თავისი კანდიდატურა წარედგინა და შემდეგ უკვე, გასაუბრების შედეგად მომხდარიყო მისი შერჩევა და უკვე დანიშვნა. ამის შემდეგ ბუნებრივია, მთელი რიგი საკანონდებლო ცვლილებები, რაც აღნიშნულთან დაკავშირებით განხორციელდა, ეს იქნა შეფასებული დადებითად და პროგრესულ ნაბიჯად. თუ რაიმე საკითხი არის, რომელიც ვენეციის კომისიის აღნიშნულთან დაკავშირებით აქვს, ბუნებრივია, ჩვენ ამას გავეცნობით და გვექნება ჩვენი პოზიცია", - ამბობს ალუდა ღუდუშაური.

საერთაშორისო სამართლის ექსპერტების სკანდალური დასკვნა ცოტა ხნის წინ გასაჯაროვდა. დოკუმენტში პირდაპირ წერია, რომ "ქართული ოცნების" მიერ შექმნილი ანტიკორუფციული საბჭო უფუნქციოა, საბჭოს წევრები კი ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები არიან, რაც მათ დამოუკიდებლობას ეჭვქვეშ აყენებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100