სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

აი, რატომ არ მივიდა ნინუცა მაყაშვილი შსს-ში გამოკითხვაზე

მსა­ხი­ო­ბი ნი­ნუ­ცა მა­ყაშ­ვი­ლი ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში გა­მო­კი­თხვა­ზე დღეს არ მისულა. თუმცა, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა უწყებაში მისი დაბარების შესახებ, მან „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა, რომ მისვლას და ჩვენების მიცემას არც გეგმავს.

“არ ვა­პი­რებს მის­ვლას, არც ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მას და არც ჩი­ვილს, რად­გან არ მინ­და, რომ ეს ადა­მი­ა­ნი და­ი­ჭი­რონ“, – გა­ნა­ცხა­და მა­ყაშ­ვილ­მა სააგენტოსთან.


ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც „ფარულ კონვერტში“ ნინუცა მაყაშვილმა მსახიობ ბესო ზანგურთან თანაცხოვრების დროს ქმრისგან ფიზიკურ ძალადობაზე ისაუბრა, რუსთაველის თეატრმა მოხსნა სპექტაკლი, რომლითაც 17 აპრილს სეზონი უნდა გაეხსნა. ამ სპექტაკლში – „იულიუს კეისარი“ – ზანგური ბრუტუსის როლს ასრულებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100