ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა
კახეთში, ავარიას 27 წლის კაცი ემსხვერპლა. შემთხვევა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში მოხდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი მსუბუქი ავტომობილით გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა, რა დროსაც საჭე ვერ დაიმორჩილა და ამოტრიალდა. მძღოლი სასწრაფო დახმარების ბრიგადის მისვლამდე ადგილზე გარდაიცვალა.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
კომენტარი