დათო არჩვაძე დუეტს გოგი დოლიძესთან ერთად ჩაწერს...
დღეს ძალიან პოპულარული და ხალხისთვის საყვარელი სიმღერაა ,,მონატრებიხარ ფიქრებს", რომლის მუსიკის ავტორი დათო არჩვაძე გახლავთ, სიმღერასთან ერთად დათოც ძალიან პოპულარული გახდა, მაგრამ მას ასევე შესანიშნავი მუსიკალური წარსული აქვს.
- შენი, როგორც მომღერლის მოღვაწეობა ანსამბლ "უნივერსიტეტში" დაიწყო, თუ ვცდები და, ადრეც იყავი რომელიმე ანსამბლში?
- 6 წლის ასაკში მშობლებმა მიმიყვანეს ანსამბლ "დარიალში", სადაც ჩემი ხელმძღვანელები იყვნენ: თემურ ქევხიშვილი და კოტე მშვიდობაძე, საერთოდ მომღერალი ოჯახიდან ვარ და ბავშვობიდან ვმღერი, მაგრამ პროფესიულ მუსიკალურ აღზრდას რაც შეეხება, ეს დაიწყო ანსამბლ ,,დარიალში", ასე ვთქვათ, თემურ ქევხიშვილთან გავიზარდე ამ ანსამბლში სკოლის დამთავრებამდე.
სკოლის დამთავრებისთანავე ჩემი მეგობრის, მიხეილ ჯიბუტის მეშვეობით მოვხვდი ქართული ხმების შვილების ანსამბლში, რომელსაც შემდეგ ,,უნივერსიტეტი" დაერქვა. დაახლოებით 1998 წელს ჩამოყალიბდა ანსამბლი ,,უნივერსიტეტი", რომელიც თავიდან ქართული ხმების შვილების ანსამბლის იდეით შეიქმნა. ძირითადად ყველა სტუდენტი ვიყავით, ამიტომ ბატონ როინ მეტრეველის დიდი თანადგომით შეიქმნა ეს ანსამბლი. ხელმძღვანელი გახლდათ რობერტ გოგოლაშვილი და ასე ვთქვათ, მუსიკალური ზრდა ბატონ რობერტთან გავაგრძელე ძალიან საინტერესოდ, იმ ანსამბლში და იმ ხალხთან ერთად, რომელსაც ჩემთვის და ყველასათვის საამაყო და საყვარელი (უფროსი თაობის) ,,ქართული ხმები" ქვია.
- უამრავი დუეტი გაქვს ჩაწერილი, მათ შორის თეატრალურ კვარტეტთანაც, რომლის ხელმძღვანელიც ხარ, სხვა ანსამბლებსაც ხომ არ ხელმძღვანელობ?

- ქართული ხმების სტუდიის ერთ-ერთ ხელმძღვანელ ზურა ბაკურაძესთან ერთად უამრავი ანსამბლის ხელმძღვანელი გახლავართ. ვარ კვარტეტ ,,მოძახილი"-ს, ,,თბილისური კვარტეტი"-ს, ,,თეატრალურის კვარტეტი"-ს, პატარა თაობის ,,ქართული ხმები"-ს, ასევე ,,ქართული ხმები"-ს ტრიოს ხელმძღვანელიც და ა.შ. ძალიან ნიჭიერ მუსიკოს ზვიად ბერიაშვილთან ერთად სამხატვრო აკადემიაშიც ჩამოვაყალიბეთ ანსამბლი.
- რამდენადაც ვიცი, საზღვარგარეთ გქონდათ ტურნეები...

- შარშან გახლდით ევროპაში ერთი თვით, ქორეოგრაფიულ ანსამბლ ,,აბჯართან" ერთად. გერმანიასა და ბულგარეთში გამართულ ფესტივალზე ანსამბლ ,,ქართული ხმები"-ს პატარა თაობამ მიიღო მონაწილეობა, გასტროლებმა დიდი წარმატებით ჩაიარა და ბავშვებმაც დიდი გამოცდილება მიიღეს. ჰქონდათ უამრავი წარმატებული კონცერტი, ასევე შტუდგარდში ქართული დიასპორისთვის ჩატარდა კონცერტი. ტაო-კლარჯეთშიც გახლდით ანსამბლ ,,მოძახილთან" და ზვიად ბერიაშვილთან ერთად, მთელი იქაური სიწმინდეები მოვილოცეთ, ძველი ქართული ტაძრები ქართული გალობითა და მრავალჟამიერით. მერიის ეგიდით ვიყავით მიწვეულები, ჩვენთან ერთად იმყოფებოდა ქართული ინტელიგენცია, იყვნენ კომპოზიტორები, მწერლები, მხატვრები და ა.შ., რაც ჩვენთვის დიდი ბედნიერება იყო.
- ყველა ადამიანს აქვს ოცნება, ზოგს შემოქმედებითი, ზოგს პირადი, ზოგიერთი მსახიობის ოცნებაა ჰამლეტის როლის თამაში, ზოგის ოტელოსი, რახან დუეტებზე ვსაუბრობთ, მინდა გკითხო, შენ ვისთან ისურვებდი დუეტის ჩაწერას? ვგულისხმობ როგორც ქართველ, ისე უცხოელ მომღერლებს
- უცხოელებიდან ნორა ჯონსთან, მერაია ქერისთან და უიტნი ჰიუსტონთან, მაგრამ სტილისტურად უფრო ნორა ჯონსთან ერთად გავაკეთებდი სიამოვნებით საინტერესო დუეტს. რაც შეეხება ქართველებს კი, იმდენ მომღერალთან ერთად მაქვს ნამღერი ცალკეც და ქართულ ხმებთან ერთადაც, რომ ფაქტობრივად ყველა ოცნება ასრულებულია.

დუეტს რაც შეეხება, ერთი ძალიან საინტერესო რაღაც უნდა გითხრათ ექსკლუზიურად თქვენი გაზეთისთვის, ეხლა იწერება დუეტი გოგი დოლიძესთან ერთად, გაგიკვირდათ ალბათ ხომ?
- ანუ შენ გულისხმობ იმ სიმღერას, რომელიც ახლახან აღმოაჩინეს?
- დიახ, ამის ორგანიზება მე გავაკეთე და ძალიან ბედნიერი ვარ. მადლობა ბატონ ივა ჭყონიას, ჩემს მეგობარს, რომელიც დამეხმარა, რომ ეს პროექტი შემდგარიყო. ერთი სიმღერის პრემიერა უკვე შედგა გადაცემა ,,პროფილში".

უფრო სწორად, რომ აგიხსნათ, ,,სანოს" სტუდიაში გაკეთდა ახალი არანჟირება და 15 წლის შემდეგ დაედო გოგი დოლიძის ვოკალს. ეს ის სიმღერებია, რომლებიც გოგიმ ბოლოს ჩაწერა და სამწუხაროდ, გარდაცვალების გამო დღემდე არ მოუსმენია არავის. ეხლა იწერება მეორე სიმღერა აფხაზეთზე, ამ სიმღერას უკვე ჩვენ, ,,ქართული ხმები" და გოგი დოლიძე დუეტში ვიმღერებთ, რაც ძალიან საინტერესოა ჩემი აზრით. 15 წლის შემდეგ გოგი დოლიძე და ,,ქართული ხმები".
ფაქტობრივად გოგის ფიზიკურად არ ვიცნობდით, უფრო სწორად, არ დაგვცალდა მასთან ერთად სიმღერა და შემოქმედებითი მოღვაწეობა. სიმბოლურია, რომ 15 წლის შემდეგ ერთად ვიმღერებთ, თან ახალ სიმღერას. ეს ორივე სიმღერა შექმნა ლილიკო ნემსაძემ, არანჟირების ავტორია პეკე. კიდევ ერთხელ, მადლობა ივა ჭყონიას და ,,სანოს" სტუდიას ამ საინტერესო პროექტის განხორციელებისათვის. უახლოეს დღეებში მე და ლილიკო ნემსაძე შემოგთავაზებთ ამ ორივე სიმღერის სინგლის პრეზენტაციას და მთელ საქართველოს შეუძლია მოუსმინოს და შეიძინოს დისკი.
- მაშინ ასე დაგისვამ კითხავს: ვისთან არ ისურვებდი?

- საინტერესო კითხვაა, რაც შეეხება ქართველებს, არ მინდა ცუდად გამომივიდეს ვინმესთან, უცხოელებთან კი არ ვისურვებდიEელტონ ჯონთან და ჯორჯ მაიკლთან.
- რატომ, მათი ორიენტაციის გამო?
- რატომ, მათი ორიენტაციის გამო?
- ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით, ისე, მსოფლიოში პირველი მუსიკოსები კი არიან. სამაგიეროდ დიდი სიამოვნებით დავუწერდი სტინგს მუსიკას. სხვათა შორის, ეხლა ვწერ ერთ-ერთი ქართული ძალიან ცნობილი სიმღერის ახლებურ ვერსიას და მაგარი გამოდის, სტინგისებური.
- რომელი სიმღერის?
- ისეთი მაგარი არანჟირება გააკეთა მიშა მდინარაძემ, რომ ერთი სული მაქვს როდის ჩავწერ, ერთს იმას გაგიმხელთ, რომ ეს სიმღერა ნატო გელაშვილს ეკუთვნის, მაგრამ თვითონ სიმღერას არ დავასახელებ. დაე, იყოს სიურპრიზი თვით ნატოსთვისაც კი...
- რამდენადაც ვიცი, მგალობელიც იყავი, ეხლაც ხარ?

- ღვთის წყალობით, მგალობელი ვარ, ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში შვიდი წელია ვგალობ, უბრალოდ, დროებით ვერ ვახერხებდი ჩემი გრაფიკის გამო, მაგრამ აუცილებლად უნდა ჩავდგე კალაპოტში, გალობა ძალიან დიდი მადლია და სერიოზულ მიდგომას საჭიროებს, თან ურთულესია.
- ტექსტი ნანა ცინცაძეს ეკუთვნის, იგი უნიჭიერესი ავტორია, რომელთანაც ძალიან ბევრი შემოქმედებითი ალიანსი მაკავშირებს, იმდენი ლამაზი სიმღერა დაგვიგროვდა ერთობლივი საავტორო, რომ მალე, ალბათ, ალბომს გამოვუშვებთ კონცერტის სახით. ,,მონატრებიხარ ფიქრებს" - ამ სიმღერის მერე ორი არანაკლებ კარგი სიმღერა შეიქმნა, ერთ-ერთს მარტო ვმღერი და ერთს ლაშა ღლონტთან ერთად დუეტში, სიმღერა მეგობრობაზეა.
დუეტი მეგობრობაზე უკვე მზადაა, რაც შეეხება სოლოს, დაგეგმილი მაქვს კლიპის გადაღება მინდა, რომ ამ სეზონზე მოესწროს.

ყოველკვირეული გაზეთი „დრონი.ჯი“ - ყოველ ორშაბათს
კომენტარი