სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოს ძლიერება მის მრავალფეროვნებასა და მრავალეროვნულობაშია და ჩვენ ეს მიწა გვაერთიანებს - მამუკა ხაზარაძე

„სოფლის მეურნეობაში ახალი ტექნოლოგიების დანერგვით მარნეული გახდება საექსპორტო სასურსათო პროდუქციის წარმოების ეპიცენტრი, რაც რეგიონს ეკონომიკურად განავითარებს“

მარნეულში “ლელო საქართველოსთვის” რაიონული ორგანიზაციის გახსნისას პარტიის ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ რეგიონში სოფლის მეურნეობის განვითარების სტარტეგიაზე ისაუბრა.

პარტიის ლიდერის თქმით, მარნეულს აქვს უდიდესი პოტენციალი, სამეურნეო პროდუქცია ექსპორტზე გაიტანოს და ამით ქვეყნისა და რეგიონის ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორებას შეუწყოს ხელი. ხაზარაძის თქმით, „ლელოს“ აქვს ზუსტი გეგმა, თუ როგორ უნდა განავითაროს მარნეულმა სოფლის მეურნეობა.

„მარნეული არის განსაკუთრებული შემთხვევა ჩვენთვის, თავისი მრავალეთნიკურობიდან გამომდინარე, რადგან საქართველოს ძლიერება მის მრავალფეროვნებასა და მრავალეროვნებაშია და ჩვენ ეს მიწა გვაერთიანებს. მარნეული უნდა იყოს ბიზნესის სოფლის მეურნეობის და იმ საქმის კლასტერი, რომელიც ორიენტირებული იქნება არა მხოლოდ თბილისის, არამედ მსოფლიო ბაზრებზე. ის გამოცდილება, რომელიც წლების განმავლობაში ჩამოაყალიბა ამ ხალხმა, უნდა გავხადოთ საერთაშორისო საქმედ.

სწორედ ამიტომ, „ლელოს“ გეგმაა ამ რეგიონის საკმაოდ სერიოზულ ბიზნეს ცენტრად გადაკეთება. ამის საშუალებას მოგვცემს ის გამოცდილება, რომელიც რეგიონს სოფლის მეურნეობაში აქვს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ძალისხმევა უნდა ჩავდოთ მის განვითარებაში - სოფლის მეურნეობაში ახალი ტექნოლოგიების დანერგვით და ახალი ცოდნის შემოტანით მარნეული უნდა გახდეს საექსპორტო სასურსათო პროდუქციის წარმოების ეპიცენტრი,“-განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100