სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ჩემი სამომავლო გეგმები საქართველოს ფარგლებს სცდება" - დრონი.ჯი-ს ინტერვიუ კესარია აბრამიძესთან

კესარია აბრამიძე კონკურსში MISS TRANS STAR International“ იღებს მონაწილეობას, ის ქართველი მხარდამეჭრების აქტიურობით ყველაზე რეიტინგულია.


დრონი.ჯი ამ კონკურსისი შესახებ დაინტერესდა და კესარიასთან ინტერვიუ ჩაწერა. ის გვესაუბრება მოლოდინებზე, ემოციებსა და სამომავლო გეგმებზე.

- კესარია, შენ კონკურს “MISS TRANS STAR International“-ში იღებ მონაწილეობას, როგორ გადაწყვიტე მონაწილეობის მიღება და როგორია შენი მოლოდინი?

- ინსტაგრამზე დამიკავშირდნენ ორგანიზატორები, დავინტერესდი და გავიარე რეგისტარცია. საკმაოდ დადებითი მოლოდინი მაქვს.

- კონკურსისი ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე ქართველები ძალიან გგულშემატკივრობენ, რა ემოცია გაგიჩინა ქართული საზოგადოების ასეთმა მხარდაჭერამ?

- ჯერ-ჯერობით რეიტინგით ვლიდერობ. ძალიან დიდ მადლობას ვუხდი ყველა მხარდამჭერს, ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავს, ძალიან დადებითი ემოციით ავივსე და თავს კარგად ვგრძნობ.

- რომელ კომენტარს გამოარჩევდი სხვებისგან?

- ასე ვერ გამოვარჩევ ვერცერთს, უამრავი კომენტარია. სახალისო იყო, ბევრი ვიცინე როდესაც ვკითხულობდი.

- როგორ ფიქრობ, არსებობს საქართველოში სხვა ტრანსგენდერი, რომელიც შეძლებს მომავალ წელს ამ კონკურსზე გასვლას?

- იცით, რა მოთხოვნებიც არის კონტრაქტში, ამიტომ მომავალ წელს არვიცი, ჯერ-ჯერობით მგონი ვერავინ აკმაყოფილებს ამ მოთხოვნებს საქართველოში.

- ფიქრობ თუ არა, რომ წლევანდელ კონკურსში უკონკურენტო ხარ?

- ვფიქრობ, თუ შინაგანი განცდა არ გაქვს ასეთი, აზრი ეკარგება ყველაფრის კეთებას, განსაკუთერბით თუ საქმე კონკურსს ეხება.

- რა იქნება კონკურსის შემდეგ, ელოდები თუ არა შემოთავაზებას უცხოური სააგენტოებიდან?

- რა თქმა უნდა, ველოდები. ჩემი სამომავლო გეგმები საქართველოს ფარგლებს ცდება. ბევრი მოლოდინი მაქვს და ამ კონკურსის შემდეგ უფრო მეტი მექნება, ზუსად ვიცი. თუნდაც ვერ გავიმარჯვო, დიდ გამოცდილებას მივიღებ და მასშტაბური შემოთავაზებებიც თავისთავად წამოვა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100